BIAFF 2015: პირველი დღე და შეწყვეტილი “ზამთრის სიმღერა”

შოშანას კონტროლის ზონა

მახინჯაურის რკინიგზის სადგურს რომ გავცდები ხოლმე და ბათუმის იმ ცნობილ ხედს მოვკრავ თვალს, გული ისე მიცემს, როგორც შეყვარებულის დანახვისას.

“ეული” (c) შოშანა

ზუსტად ერთი წლის წინ, 13 სექტემბერს პარიზში ჩავედი. ეს იყო რეალობად ქცეული ზღაპარი და ამას საღამოს ფეიერვერკების 2 საათიან შოუც დაემატა.

გუშინ, 13 სექტემბერს ბათუმში BIAFF-ზე დასასწრებად ჩამოვედი, რომლის გახსნის ცერემონიალიც 7 საათზე იყო დაგეგმილი. 7 საათს აკლდა წუთები, როდესაც მანქანა “შერატონის” მახლობლად ძლივს დავაპარკინგე და ძველ ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრისკენ გავიქეცი. შუა გზაში მივხვდი რომ სპეციალურად ამ საღამოსთვის გამზადებული შავი კაბისა და მაღალქუსლიანების ჩაცმა დამვიწყდებოდა. ასე აღმოვჩნდი წითელ ხალიჩაზე ცხოვრებაში პირველად “ბალეტკებითა” და უბრალო სარაფანით, თმაგაწეწილი და დიდი მოლოდინებით.

მო-ლოდინის რა მოგახსენოთ, მაგრამ ლოდინი დიდხანს დაგვჭირდა, ფილმის ჩვენების დაწყებამდე. გახსნის ცერემონიალი ტრადიციული მისალმებით, განვლილი 9 წლის მიმოხილვით და წამყვანებმა სცენაზე ოთარ იოსელიანი მიიწვის, რომლის ფილმით “ზამთრის სიმღერა”  გაიხსნა ფესტივალი. თუმცა ჩვენების დაწყებამდე დიდ ეკრანზე ჟიური და საკონკურსო ფილმები აჩვენეს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ რეზო ჭეიშვილს და…

View original post 111 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s