,,Itsi Bitsi” – ,,პაწაწინა”

4W5O6183-Edit-lowres

ავტორი: ლუკა გოცირიძე

გამოცდილ შეყვარებულებს ვეკითხები ხოლმე როგორი გრძნობაა სიყვარული – უმეტესობა არარსებული სიტყვებით გადმოსცემს გრძნობას, ზოგი არსებულით, მაგრამ უღიმღამოდ, ზოგს საერთოდ არ სურს გრძნობის სიტყვიერად გადმოცემა და ამბობს, რომ სიყვარული აღუწერელია.
77d6edf0-ef6e-4b65-8244-37486300bc04გუშინდელ ,,ბიაფზე” ვუყურე დანიელი რეჟისორის, ოლე კრისტიან მადსენის ფილმს – ,,პაწაწინა” (თუმცა, დანიურად ფილმის სახელი უფრო მომწონს – ,,იტსი ბიტსი” ^_^), რომელიც ერთი შეხედვით იყო სიყვარულზე. თუმცა, ფილმის გმირების სურვილმა, აღმოეჩინათ ახალი სიყვარული (ისაოდა, ორ ბიჭს ერთი გოგო უნდა უყვარდესო) ეს გრძნობა ოდნავ გააუფასურა. შემდეგ ეპიზოდები ნარკოტიკებზე, უაზრო ხეტიალზე მსოფლიოს გარშემო,ისევ ნარკოტიკებზე – ამ თემებმა, ცოტა არ იყოს, ფილმი ამოაყირავა ისევე, როგორც პერსონაჟების ცხოვრება.

სიშიშვლე რომ ხელოვნებაში მიღებულია, ამას ჩემგან არ გაიგებდით, მაგრამ ,,იტსი ბიტსიში” სიშიშვლე ოდნავ ზედმეტი და მეტიც,ხელოვნური იყო. ზოგიერთმა კადრმა მაყურებლები გულიანად გაგვაცინა (თან, იუმორის გრძნობის ნაკლებობას რეჟისორი ნამდვილად არ განიცდის. მისი იუმორისტობა კინოაკადემიის უცხოენოვანი ფილმების განყოფილებაშიც დააფასეს, როცა მეტისმეტად სასაცილო ,,სუპერკლასიკომ” თურმე კინო ექსპერტები ცრემლების ღვრამდე აცინა), მაგრამ რა ვიცოდით, რომ ფილმის დასკვნითი ნაწილი…

View original post 64 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s