James White

გლეხის ბიჭის ბლოგი


დიაგნოზი – კიბო. ვერაგი დაავადება, რომელიც ქიმიოთერაპიის შემდეგაც შეიძლება დაბრუნდეს, თუ გაგიმართლა და ადრეულ სტადიაზე მიუსწარი. თუ არადა ერთადერთი გამოსავალი სიკვდილია. დაუსრულებელი კვლევები, პრობლემები ცხოვრებასა და საავადმყოფოში. მოკლედ, შიში მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში, რომ ისევ არ დაბრუნდეს და ქიმიოთერაპიის მსგავსი გულისამრევი პროცესი თავიდან არ გაიმეორო. იუმორი ერთადერთი წამალია ამ დროს. ისეთი იუმორი, რომლებიც ცრემლებამდე მიგიყვანს. ცრემლების დენა ამ დროს ორაზროვანია – იცინი შენს თავზე და ამავდროულად გეტირება. იცინი, მაგრამ იცი, რომ ეს სიცილი სიხარულთან არაფერ შუაშია – უფრო მეტად დასცინი საკუთარ ბედს, საკუთარ ყოფას. მდგომარეობასთან უკვე შეგუებული მაინც იბრძვი – ძალებგამოცლილი, მაგრამ მაინც რაღაცნაირი შემართებით, აი ისეთით, რაიმე ბრძოლაში რომ ვერ გადარჩები, მაგრამ მაინც იბრძვი გარშემომყოფთათვის – არ გინდა, შენი წასვლით გული ატკინო, ან მაგალითს აძლევ შეუპოვარი ცხოვრებისას.

ასეთ გზაზე შემდგარისთვის იუმორი განსაკუთრებულად აუცილებელია. სიცოცხლის მთელი დარჩენილი წლები ამ იუმორშია, რადგან ხვდები, რომ ამ სისულელეებითა თუ ცხოვრების სასაცილო მონაკვეთებით უფრო დაამახსოვრდები საყვარელ ადამიანებს. ვიცი, ახლა მაგ სტადიაზე ვარ. კიბო არ…

View original post 196 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s