გაყინული ემოცია და Tikkunი

rusa's blog

tikkun2 Tikkun ასე ჰქვია ერთ ებრაულ ფილმს, რომელიც მხატვრული კინოს სექციაში იყო წარმოდგენილი. ვფიქრობდი რომელ ფილმზე დამეწერა პოსტი და ჩემს რამდენიმე ჩამონათვალში ესეც მოხვდა.

მთავარი გმირი ჰაიმ-აარონი იერუსალიმში ცხოვრობს, იეშივაში სწავლობს და ყველასგან გამოირჩევა რწმენით. ყოველთვის ვიცოდი, რომ გამორჩეულ ადამიანებს უწევდათ ხოლმე ცხოვრებაში უფრო მეტი სირთულის გადალახვა და თავიდანვე ნათელი იყო, რომ კარგს არაფერს გვიმზადებდა ებრაელი რეჟისორი.

ერთ დღეს ჰაიმ-აარონი გონებას კარგავს, ძლივს გადაურჩება სიკვდილს და ამის შემდეგ იწყება ყველაფერი. ნელ-ნელა მყარი რწმენა ეჭვქვეშ დგება, ცხოვრების წესის გაიდეალება ამაო ხდება და გზიდან გადახვევა ხსნის ერთ-ერთ გზად რჩება. პარალელურად მამამისი გრძნობს შვილის შეცვლას და პერიოდულად კოშმარები ესიზმრება, იმის შიშით, რომ ჰაიმ-აარონის გაცოცხლებით ღმერთის ნება უარყო და ახლა უფალი დასჯით ემუქრება.

tikkunორი საათის განმავლობაში არ აღმიქვამს როგორც დინამიური ფილმი, მხოლოდ სტატიკა, გაჩერებული, შავ-თეთრი კადრებით. ფილმი ერთი დიდი ფოტოალბომი უფრო იყო, რომელიც კარგად ფოკუსირებული ფოტოებით აკინძულს ჰგავდა. ფილმის მთელი დატვირთვაც კადრებზე მოდიოდა, სიმშვიდეზე, ადამიანის შინაგან ხმაზე, რელიგიაც იგრძნობოდა და ყველაფერი ის, რაც პერსონაჟის ირგვლივ…

View original post 189 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s