კინოს აღქმა და ყურადღების მიღმა დარჩენილნი

Surreal Child

 ბათუმის საავტორო ფილმიების საერთაშორისო კინოფესტივალი თითქმის დასრულდა. მზე, ზღვა და BIAFF-ი ერთი წლით დაგვემშვიდობა. ბევრი ფილმი ვნახეთ, ბევრზეც ვიმსჯელეთ და დავწერეთ კიდეც, თუმცა იყო ისეთებიც, რომლებმაც მაყურებელს თავი სკანდალურობითა და გამომწვეობით არ დაამახსოვრა, ამიტომაც ისინი შედარებით ყურადღების მიღმა დარჩნენ. შევეცდები რამდენიმე ასეთი ფილმი ჩამოვთვალო.

 ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მეტად ახლოსაა ბრესონისეულ მოწონდებასთან, უმჯობესია მაყურებელმა ჯერ ფილმი იგრძნოს სანამ მის გაგებას დაიწყებს. გაგება და ქვეტექსტების ძიება რაღა თქმა უნდა არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც უზარმაზარი ეკრანის წინ ზიხარ შენი რაციო იმის ძებნაში არ უნდა იყოს, თუ რა დევს თითოეული სცენის მიღმა. აღნიშნულის გამო თავიდანვე მივესალმე გახსნის საღამოზე ოთარ იოსელიანის მოწოდებას იმის შესახებ, რომ ნაკლები ენერგია დაგვეხარჯა სუბტიტრების კითხვაზე და დაკვირვებით გვენახა ფილმი. სხვა შემთხვევაში რთულია იგრძნო თავად ის მთლიანობა, რაც ზოგჯერ რამდენიმე საათიც კი შენს წინ იშლება. კინოს ისტორიას თუ გადავხედავთ ის სულაც არ წარმოადგენდა თავდაპირველად ინტელექტუალურ წყაროს, თუმცა მადლობა ღმერთს ასე აღარაა და დღეს კარგად გაკეთებული ფილმის მიღმა მნიშვნელოვანი სოციალური თუ იდეოლოგიური…

View original post 570 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s