არ დაგავიწყდეთ ბესო

სამარხვო ბლოგი

me_var_besoბესოს ყველა იცნობს. ბესო ყველას კლასელია, ყველა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოშია, თქვენ ყოველდღიურად ხედავთ მას,- ავტობუსში თქვენს გვერდით ზის, ამავე ავტობუსს კი, როცა გაჩერებიდან დაიძვრება, კიდევ ერთი ბესო მოსდევს სირბილით რომ ღიად დარჩენილ კარებში ამოასწროს. კი, თქვენც ბესო იყავით, ზოგიერთი თქვენგანი მაინც. მერე გაიზარდეთ და დაგავიწყდათ. „ბესო” კი იმისთვის არის რომ ეს შეგახსენოთ.

სიმართლე რომ ვთქვა, მე არ მინახავს ამაზე უფრო მართალი ქართული ფილმი. ის არ კოპწიაობს და არ ვარდება თვითტკბობაში. სამწუხაროდ, უკანასკნელი ორი რამ ძალზედ ახლობელი და მშობლიურია ქართული კინემატოგრაფისათვის, როდესაც ხელოვანი, იქნება ეს დრამატურგი თუ რეჟისორი, ზედმეტად გაერთობა ხოლმე  სცენებით. უყურებ ფილმს და კადრების პარალელურად წარმოგიდგება რეჟისორის სილუეტი, რომელიც დგას კინოკამერის უკან და სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტს, ცეკვით სცემს ბოლთას და მხრებს ათამაშებს. თავიანთი ნამუშევრების წარდგენისასაც ინარჩუნებენ ამ პოზას, ეშმაკური ღიმილი დასთამაშებთ ხოლმე სახეზე და ტკბებიან მოლოდინით, როგორ გააოცებენ მაყურებელს. გულში მანტრასავით იმეორებენ, – “ნახეთ რა გადავიღე, მმმ… თითებს ჩაიკვნეტთ”! ზოგჯერ, მართლაც კარგი ფილმი გამოსდით ხოლმე, მაგრამ რაღაც ისე არ არის, ზომიერება…

View original post 295 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s