რატომ მინდა ისევ BIAFF-ზე

The world through a gemini's eyes

ლამის მთელი ზაფხულია ჰარუკი მურაკამის Дэнс, дэнс, дэнс ვკითხულობ… ჰო, პირველად ვკითხულობ რომანს რუსულად (კვლავაც Thanks გებ) და არ ვიცი ენის, სიცხის  თუ ზაფხულის აურის გადამკიდე, ისეთი ზოზინით გადავდივარ ფურცლიდან ფურცელზე, ასე მგონია როცა დავამთავრებ აღარც მემახსოვრება რა დავიწყე. მაგრამ მურაკამი-სანის მთელი მომხიბვლელობა ჩემთვის ისაა, რომ მასთან მთავარი თავად პროცესია – ის დრო, რომელშიც მომავალი განუწყვეტლივ იქცევა წარსულად ანუ მარადიული აწმყო. ყოველი “დღეს” და ყოველი “ახლა”, ჩვენი არსებობის ყოველი წამი ისეთი მნიშვნელოვანია მასთან, თითქოს რაღაც მოვლენა ყოფილიყოს. ამიტომ სკრუპულოზურად  აღწერს როგორ გაიღვიძა, მიიღო შხაპი, რა და როგორ მოიმზადა და მიირთვა საუზმედ, რა ჩაიცვა, სახლიდან გასვლის წინ როგორ შეამოწმა ტექნიკა, რა გზებით მივიდა დანიშნულების ადგილამდე და ა.შ… და შენც ხვდები რომ ცხოვრება მხოლოდ პირველი კოცნა, სკოლის ბანკეტი, უნივერსიტეტის გამოცდები, სამსახურში დაწინაურება, ქორწილი და შვილის ყოლა ან ეიფელის კოშკიდან პარიზის თვალიერება არ არის, არამედ შენ მაშინაც ცხოვრობ, როცა თუნდაც მაცივარს ასუფთავებ… და ისევ მახსენდება კადრები”მემენტო”-დან, სადაც მთავარი გმირი შუა რბოლაში გამოფხიზლდება…

View original post 454 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s