◀▶კინო გელის შენ..

MarieTTa's Blog

cropped-biaff-2016-coverთუ ზაფხულში ბათუმში ისვენებდით ან ახლაც ბათუმში ხართ, გაითვალისწინეთ, რომ შემოდგომაზე აუცილებლად უნდა იყოთ ზღვისპირა ქალაქის სტუმარი. მიზეზი მარტივია , ქალაქი სექტემბერში ბათუმის საავტორო კინოს მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს, სადაც ნაჩვენები იქნება არაერთი შესანიშნავი კინო ნამუშევარი, შედგება კინო პრემიერები და ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენებ საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიანი ფილმებს შორის გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
22 ივნისს კულტურის სამინისტროში, ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 40 სრულმეტრაჟიანი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან. რაც შეეხება ფესტივალის პროგრამას, მასში გაერთიანებული იქნება, როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო სექციები, მათ შორის:

  • საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი;
  • დოკუმენტური ფილმების საერთშორისო კონკურსი;
  • მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი;
  • „ქართული პანორამა”;
  • დიდოსტატთა კოლექცია;
  • „შექსპირი კინოში” – უილიამ შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავისადმი მიძღვნილი სექცია;
  • ევროპის კინოაკადემიის (EFA) საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია;
  • რეტროსპექტივები

c8e764a5b137b27779a59391f6dd5b5b_big

შემოდგომაზე კინო მოყვარულების საყვარელი თავშეყრის ადგილი ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალია. ფესტივალი საშუალებას აძლევს ცნობილ კინორეჟისორებს, პროდიუსერებსა და…

View original post 124 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s