BIAFF ინდუსტრიული პლატფორმა – “ალტერნატიული ტალღა 2016”

14199629_1270254736326792_5841813378517338173_n

2016 წელს BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში, ინდუსტრიული პლატფორმა წარმოდგენილი იქნება “ალტერნატიული ტალღით”, რომლის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.
2016 წელს, “ალტერნატიული ტალღის” ძირითადი ფოკუსია – დაბალბიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების განვითარება, უცხოელი და ქართველი ინდუსტრიის გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით. შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება განავითარონ პროექტები შემდეგი მიმართულებებით – სცენარი, საპრეზენტაციო მასალები, დაფინანსების სტრატეგია, წარმოების სტრატეგია, დისტრიბუციის და მარკეტინგის სტრატეგია. “ალტერნატიული ტალღის” 2016 წლის გამოშვებისთვის შერჩეულია დაბალბიუჯეტიანი მხატვრული ფილმების პროექტები:
1. “მორბენალი” ‘- სცენარის ავტორი და რეჟისორი პაპუნა მოსიძე.
2. “სექტემბერი” – სცენარის ავტორი და რეჟისორი თამთა გაბრიჩიძე.
3. “ხვედრი” – სცენარის ავტორი მიხო მოსულიშვილი, რეჟისორი კოტე ჩლაიძე, პროდიუსერი ლალი კიკნაველიძე.
4. “ინგა” – სცენარის ავტორები ზაზა კოშკაძე, მარიამ ბექაური, რეჟისორი გიორგი გოგიჩაიშვილი, პროდიუსერი გეგა ხმალაძე.
5. “რეისი ლონდონი-შენაქო” – სცენარის ავტორი და რეჟისორი ბესო სოლომონაშვილი, პროდიუსერი ირაკლი სოლომონაშვილი.
6. “გაუმარჯოს” – სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ვარსიმაშვილი.
7. “ღორი” – სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი გიგა ლიკლიკაძე.
8. “დრო” – სცენარის ავტორი და რეჟისორი ანა სარუხანოვა, პროდიუსერი ჟანა სარდლიშვილი.
9. მოწვეული პროექტი: “გარიყულები” – სცენარის ავტორი და რეჟისორი გოგა პიპინაშვილი.
ექსპერტები: ნიკოს პანაიოტოპოლოსი (სკრიპტ დოქტორი), კონსტანტინე მინდია ესაძე (ოპერატორი), დიტო ცინცაძე (რეჟისორი), პიტერ რომელი (პროდიუსერი), გელა ბაბლუანი (რეჟისორი). პროექტის ავტორებთან შეხვედრებს გამართავენ: რებეკა ლინკევიჩი (ფილმ “იდას” სცენარის ავტორი, დიდი ბრიტანეთი) და ალექსანდრე მინდაძე (რეჟისორი, რუსეთი)
მოდერატორები: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში
ორგანიზატორები: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში, ზვიად ელიზიანი შეხვედრებს დაესწრებიან კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და მოწვეული ტელეპროდიუსერები. „ალტერნატიული ტალღა” ჩატარდება 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით ქალაქ ბათუმში. ღია ლექციები გაიმართება სასტუმრო “DIVAN SUITES” საკონფერენციო დარბაზში და დასწრება თავისუფალია დაინტერესებული სტუდენტებისთვის და კინოინდუსტრიის წარმოამდგენლებისთვის
. „ალტერნატიული ტალღა” ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში პირველად 2015 წელს ჩატარდა. მასში მონაწილეობდა 7 პროექტი (საქართველო, საფრანგეთი, თურქეთი, სერბეთი). მონაწილეებისთვის ჩატარდა ვორქშოფები და მასტერკლასები მოწვეული ტრენერების მიერ: პოლ ტაილერი, არნე ლუდვიგი, დუიგუ ტარგანი, ელენე იანოვსკი, ტობიას პაუზინგერი, გულინ უსტუნი, ზიგფრიდ და ა.შ.
საკონტაქტო ინფორმაცია: “ალტერტნატიული ტალღა” – awbiaff@gmail.com BIAFF კინოფესტივალი – marketing@biaff.org

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s