BIAFF 2016 – ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო სექციის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

14199629_1270254736326792_5841813378517338173_n

ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების მიღება 2016 წლის პროგრამისთვის. ბათუმის კინოფესტივალი ტარდება 2016 წლის 18-25 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა.
კინოფესტივალის ორგანიზატორი – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია. BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა საერთაშორისო კონკურსის სექციისთვის და ცნობილია ჟიურის შემადგენლობაც. საკონკურსო ფილმები ნაჩვენები იქნება სამ სექციაში – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია კინოფესტივალის თითოეულ საკონკურსო სექციას შეაფასებს საერთაშორისო ჟიური ხუთკაციანი შემადგენლობით.
მხატვრული ფილმების სექციის ჟიური – 1. დიტო ცინცაძე,საქართველო – ჟიურის თავჯდომარე 2. მაჰტაბ კერამატი, ირანი 3. ირინა გორდიჩუკ, უკრაინა 4. ლიზა ანტონოვა, რუსეთი 5. გულნარა აბიკიევა, ყაზახეთი
დოკუმენტური ფილმების სექციის ჟიური – 1. ჟიურის თავჯდომარე – მარინა რაზბეშკინა, რუსეთი 2. ელჰუმ შეიკრიფარი, დიდი ბრიტანეთი 3. ნარგიზ ბაგირზადე, აზერბაიჯანი 4. ოლეს იანჩუკ, უკრაინა 5. გივი ბესიკ ოდიშარია, საქართველო
მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის ჟიური – 1. ზაზა ხალვაში – ჟიურის თავჯდომარე 2. იულია სინკევიჩი, უკრაინა 3. დავით მურადიანი, სომხეთი 4. დილარა ტასბულატოვა, რუსეთი 5. ზურაბ სტურუა, საქართველო
მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 9 ფილმი:
  1. “აღსარებები”, რობერტო ანდო, იტალია/საფრანგეთი, 2016; 103 წთ.
  2. “სიკვდილი სარაევოში”, დენის ტანოვიჩი, საფრანგეთი/ბოსნია ჰერცოგოვინა, 2016; 85 წთ.
  3. “უღმერთო”, რალიცა პეტროვა, ბულგარეთი/დანია/საფრანგეთი, 2016; 99 წთ.
  4. „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016; 87 წთ.
  5. „მასწავლებელი“, იან ჰრებეიკი, სლოვაკეთი/ჩეხეთი, 2016; 102 წთ.
  6. „მე – ოლგა ჰერპანოვა“ , პეტრ კაზდა/ტომას ვაინრები, ჩეხეთი/პოლონეთი/სლოვაკეთი/ საფრანგეთი, 2016; 106 წთ.
  7. „სიყვარულის შეერთებული შტატები“, ტომაშ ვასილევსკი, პოლონეთი/შვედეთი, 2016; 104 წთ.
  8. „ქალიშვილი“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2016; 103 წთ.
  9. “რაუფი”, სონერ კარენი/ბარის კაია, თურქეთი, 2016; 94 წთ.
დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 9 ფილმი:
  1. „ახლო ურთიერთობები“, ვიტალი მანსკი, გერმანია/ლატვია/ესტონეთი/უკრაინა, 2016; 112 წთ.
  2. „ჩიხი“, ხარუტუნ ხაჩატრიანი, სომხეთი, 2016; 94 წთ.
  3. „დიბუკი”, კშიშტოფ კორფჩინსკი, პოლონეთი/უკრაინა/შვედეთი, 2015; 85 წთ.
  4. „მოგონებათა უმანკოება“, გრანტ ჯი, დიდი ბრიტანეთი, 2015; 80 წთ
  5. „განათლებულთა მიწა“, პიტერ ჟან დე პუ, ბელგია/ირლანდია/ჰოლანდია/გერმანია, 2015; 87 წთ.
  6. „ველური ქალები – ნაზი მხეცები“, ანკა შმიდი, შვეიცარია, 2015; 96 წთ.
  7. „მოძრავი კინოთეატრის მოგზაურები”, შირლი აბრაამი/ამით მანდეშია, ინდოეთი, 2016; 96 წთ.
  8. „წელიწადის დროები ქუინსიში: ჯონ ბერგერის ოთხი პორტრეტი“, კოლინ მაკკეიბი /ტილდა სუისტონი / ქრისტოფერ როთი / ბარტეკ დზიადოსცი, დიდი ბრიტანეთი, 2016; 89 წთ.
  9. „ლტოლვილი გემი „ენგური“, ვახო ვარაზი, საქართველო, 2016;
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 25 ფილმი:
  1. „დაკარგული სოფელი“, გიორგი თოდრია, საქართველო / ესპანეთი, 2016; 15 წთ.
  2. „დღის ბოლომდე“, ანა სარუხანოვა, საქართველო, 2016; 15 წთ.
  3. „ლეთა“, დეა კულუმბეგაშვილი, საქართველო, 2016; 15 წთ.
  4. „მეზობლები“, გაბრიელ ხოტივარი, საქართველო / გერმანია, 2016; 14:35 წთ.
  5. „სტუმარი“, ნინო შაბურიშვილი, საქართველო / საფრანგეთი, 2016; 16 წთ.
  6. „შესვენება“, გიორგი თავართქილაძე, საქართველო, 2015; 12 წთ.
  7. “აღამასვლა”, პედრო პერალტა, პორტუგალია, 2016; 18 წთ.
  8. “გაზიარებული სიყვარული”, კრისტინა დი კაზინი, იტალია, 2016; 15 წთ.
  9. “როცა ზარების ხმა გესმის”, ჩაბნეიმ ზარიაბი, საფრანგეთი/ტუნისი, 2015; 25 წთ.
  10. “შეეგუე”, გასპარ ფეჰერი, უნგრეთი, 2015; 6:38 წთ.
  11. “ჯოჯოხეთის კარიბჭე”, კონსტანტინა კოტზამანი, საბერძნეთი, 2016; 30 წთ.
  12. “ჰერ ბიჯი” ფუატ კურტოღლუ, თურქეთი, 2016; 4 წთ.
  13. „დაკარგული მიწა“, ჰავრაზ მოჰამედი, ერაყი, 2016; 10 წთ.
  14. „დედა“, პიოტრეკ გოლებიოვსკი, პოლონეთი, 2016; 27 წთ.
  15. „დონა ლუჩია“, ოლესია ხოროშიხი, რუსეთი, 2016; 30 წთ.
  16. „თეთრი მგელი“, ფანი სზილაგი, უნგრეთი, 2015; 18 წთ.
  17. „მალიკა“, ვალენტინ კრუზი, გერმანია, 2016; 10 წთ.
  18. „მატადორი“, თურქეთი / მექსიკა, 2015; 9:45 წთ.
  19. „მხეცი“, მიროსლავ სიკავიცა, ხორვატია, 2016; 14 წთ.
  20. „პიკნიკი“, იური პავლოვიჩი, ხორვატია, 2015; 13 წთ.
  21. „სახლი“, ირინა ცილიკი, უკრაინა, 2016; 12 წთ.
  22. „ქალიშვილი“, მეჰრადად ჰასანი, ირანი, 2016; 15 წთ.
  23. „ღამე ტოკორკიში“, როქსანა სტროე, რუმინეთი, 2016; 18 წთ.
  24. „ყველა მდინარე ზღვაში ჩადის“, ალექსანდრუ ბადეა, რუმინეთი, 2016; 24 წთ.
  25. „ჭარბი ტვირთი“, მარია კიარა მანჩი, იტალია, 2015; 5:45 წთ.
კინოფესტივალის სპონსორები – საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სასტუმრო „Divan Suites Batumi“
კინოფესტივალის მხარდამჭერები – კინოთეატრი „აპოლო“, “ბრიტანეთის საბჭოები”, პოლონეთის აუდიო-ვიზუალური ფონდი, “ანბანის კოშკი”, სასტუმროთა ქსელი „რჩეული“, სასტუმრო “ბათუმი პლაზა”, სასტუმრო “ადმირალი”, კინოთეატრი “რუსთაველი”, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ფესტივალი Tbilisi Open Air, HQ პროპაგანდა , ტურკომპანია “Wonderland”
კინოფესტივალის მედია პარტნიორები – რადიო ფორტუნა, აჭარის ტელევიზია, Film New Europe (www.filmneweurope.com), FILM PRINT, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), გაზეთი “ბათუმლები”, netgazeti.ge
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org,
პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 599-482181б 597-998272

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s