BIAFF2016_მეორე დღე

Fiore.Live

BIAFF2016  მეორე დღე _ ანუ კინოჩვენებების პირველი დღე კინოთეატრ “აპოლოში“. ფილმების ჩვენება 12 საათიდან დაიწყო, მაგრამ მე საღამომდე გადავწყვიტე მოცდა. რათქმაუნდა ბილეთი წინასწარ მაქვს დაჯავშნული და ვიცი რომ ადგილი შემხვდება, ისიც ვიცი რომ ფილმის სანახავად უამრავი ადამიანი მოვა, იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე “აპოლოს” დარბაზშია ადგილები. მაგრამ მე არ ვნერვიულობ. ყველა მეგობარს ვინც ვიცი რომ ბათუმშია, ან კინოს გამო შეუძლია ჩამოვიდეს გავუგზავნე ინფორმაცია ფილმებზე და დასაჯავშნი ლინკი.  ეს ერთი კვირა დიდი შესაძლებლობა მგონია ყველასთვის, ნახონ კარგი ფილმები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან და თანაც სრულიად უფასოდ.

14445551_1187493151315632_312750557_n

სანამ ჩემს მიერ არჩეულ ფილმზე ვისაუბრებ მინდა ავღნიშნო ფესტივალზე მოხალისეების ჩართულობა. “აპოლოში” მდებარე ინფო ცენტრის გამართულად მუშაობა და ახალგაზრდები, რომლებიც მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობას.

თემას ცოტა გადავუხვიე. იმას ვამბობდი რომ, ჩემი არჩეული ფილმი 2016 წლის, რალიცა პეტროვას ფილმი “უღმერთოა”. ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალის პრიზიორია, თანაც საკმაოდ საინტერესო თრეილერი აქვს და მგონია კარგი იქნება.

ერთი შეხედვით უფერული ყოველდღიურობა, უმაკიაჟო, ჩვეულებრივი ექთანი ქალი _ განა

View original post 186 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s