BIAFF დღე მეექვსე

The world through a gemini's eyes

საკონკურსო კინოჩვენებების ბოლო დღე… და ვინაიდან ხვალ თბილისს უნდა დავუბრუნდე, ჩემთვის ბათუმის წლევანდელი კინოფესტივალის ბოლო დღეც… BIAFF-ის დახურვის ცერემონიალისა და გამარჯვებული ფილმების შესახებ უკვე ინტერნეტით მომიწევს შეტყობა და ძალიან მაინტერესებს რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჟიური. მე მათ ადგილზე გამიჭირდებოდა არჩევანის გაკეთება, რადგან წელს მართლა ძალიან საინტერესო საკონკურსო ფილმები შემოგვთავაზა ბათუმის კინოფესტივალმა. და არა მარტო საკონკურსო ფილმები😉

მაგრამ მანამდე მეექვსე დღის მონაგარზე ვისაუბროთ, რომელზეც წვიმისგან სრულიად სველი მივედი და კარგა ხანი იმაზე ვფიქრობდი ამ სიკეთის ჟამს არ გავციებულიყავი… ასეთი განუწყვეტელი წვიმები პირველად ვნახე ჰუჰ…

დანის ტანოვიჩის “სიკვდილი სარაევოში

ფილმის სახელის გაგებისთანავე დავინტერესდი მისით, რადგან სწორედ წინა დღეებში ინტერნეტში რაღაცის ძიების დროს სარაევოს ომის ისეთი ამაზრზენი ფოტოები გადამეყარა, რომ არც მიკვირს რომ ვერაფრით ვიხსენებ მანამდე რას ვეძებდი. გარდა ამისა, ეს სახელი კიდევ ერთი ძალიან ცნობილი სახელის რემინისცენციებს იწვევს (გამოიცანით რომლის😉 ), ამდენად ეს ფილმი პირველი შევიდა ჩემს ამფესტივალისეულ “ვოჩლისთში” და უნდა ვაღიარო, იმედები არ გაუცრუებია.

ფილმში მთელი მოქმედება სასტუმრო…

View original post 668 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s