BIAFF 2018 – ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და  საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა

 

ბათუმის კინოფესტივალი  ტარდება  2018 წლის 16-23 სექტემბერს.  ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

 

კინოფესტივალის მენეჯმენტა დაასრულა საერთშორისო ჟიურის და ფილმების პროგრამის ფორმირება. ფესტივალის პროგრამა მოიცავს საკონკურსო და არასაკონკურსო სექციებს.   საერთაშორისო ჟიური ფილმებს შეაფასებს სამ საკონკურსო სექციაში – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები სექციები.

 

BIAFF 2018 – საერთაშორისო მხატვრული სექციის ჟიური  – სერგეი რახლინი (აშშ) – თავჯდომარე, ბენკე ფლიგაფი (უნგრეთი) – რეჟისორი, ოლეგ ნეგინი (რუსეთი) – სცენარისტი; ალინ ტასჩიანი (თურქეთი) – კინოკრიტიკოსი; ლევან თუთბერიძე (საქართველო) – რეჟისორი

 

BIAFF 2018 – საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების სექციის ჟიური – ვიტალი მანსკი (ლატვია) – ჟიურის თავჯდომარე, რეჟისორი; ინა როსოვ (გერმანია) – კინოდისტრიბუცია; ზავენ სარგისიანი (სომხეთი) – ფარაჯანოვის მუზეუმის დირექტორი, სერგეი ლავრენტიევი (რუსეთი) – კინოკრიტიკოსი, მარიამ ჭაჭია (საქართველო) – რეჟისორი

 

BIAFF 2018 – საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის ჟიური – ნიკოლოზ ხომერიკი (რუსეთი) – ჟიურის თავჯდომარე, რეჟისორი; ჟალე არიკანი (გერმანია) – მსახიობი; ქეთევან დევდარიანი (საქართველო) – სცენარისტი

 

BIAFF 2018  – ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური –  გოგი გვახარია. თეო ხატიაშვილი . ლელა ოჩიაური.

ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური წელს პირველად იქნება წარმოდგენილი ბათუმის კინოფესტივალზე და შეაფასებს საერთაშორისო მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციას და გამოავლენს კინოკრიტიკოსთა რჩეულ ფილმს, რომელსაც გადაეცემა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაწესებული პრიზი – 1000 ევრო.

 

 

BIAFF 2018პროგრამა

ფესტივალის გახსნის ფილმი – „ჩემი ბებია“, კოტე მიქაბერიძე, საქართველო, 1929, 29 წთ.

 

BIAFF 2018 – მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია

 

  1. ბედნიერი ლაზარე, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.
  2. დონბასი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ჰოლანდია/რუმინეთი, 2018; 110 წთ.
  3. თარჯიმანი, მარტინ სულიკი, სლოვაკეთი/ჩეხეთი/ავსტრია, 2018; 113 წთ.
  4. მარცვალი, სემიჰ კაპლანოღლუ, თურქეთი/გერმანია/საფრანგეთი/ყატარი, 2017; 123 წთ.
  5. მკვდარი ცხენის ნისლეული, ტარიკ აკტაში, თურქეთი, 2018; 73 წთ.
  6. პანიკური შეტევა, პაველ მასლონა, პოლონეთი, 2018; 100 წთ.
  7. რეი და ლიზი, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ.
  8. სტიქსი, ვოლფგანგ ფიშერი, გერმანია/ავსტრია, 2018; 90 წთ.
  9. შეხტომა, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ლიტვა/ირლანდია/საფრანგეთი, 2018; 90 წთ.
  10. ჰორიზონტი, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ.

 

 

 

 

BIAFF 2018 –  დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია

 

  1. დროის ხიდები, ოდრიუს სტონის, ლატვია, 2018; 80 წთ.
  2. ზღვარს მიღმა, მარტა პრუსი, პოლონეთი/გერმანია/ფინეთი, 2017; 54 წთ.
  3. მამებისა და შვილების შესახებ, ტალალ დერკი, გერმანია/სირია/ლიბია/ყატარი, 2017; 99 წთ.
  4. მშიერი აჩრდილების კუნძული, გაბრიელ ბრადი, გერმანია/დიდი ბრიტანეთი/ავსტრალია; 2018, 94 წთ.
  5. ორსონ უელსის თვალები, მარკ კუზინსი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 115 წთ.
  6. სიცოცხლის კიდევ ერთი დღე, დამიან ნენოვი, რაულ დე ლა ფუენტე, პოლონეთი/ესპანეთი/გერმანია/ბელგია/უნგრეთი, 2018; 84 წთ.
  7. შამანური გაკვეთილები დამწყებთათვის, სვეტლანა სტაცენკო, რუსეთი, 2017; 81 წთ.
  8. შორეული თანავარსკვლავედი, შევაუნ მიზრაჰი, აშშ/თურქეთი/ჰოლანდია, 2017; 82 წთ.

 

BIAFF 2018 – მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია

  1. საშლელი, დავით ფირცხალავა, საქართველო, 2018, 18 წთ.
  2. ღამის მორიგე, გრიგოლ ჯანაშია & ნატო გაბუნია, საქართველო, 2018, 22 წთ.
  3. Paganos, ნიკოლოზ ქობულავა, საქართველო, 2017, 10 წთ.
  4. დასაწყისის დასასრული, გიორგი ქასრაშვილი, საქართველო, 2018; 10 წთ.
  5. 1943, ბიძინა გოგიბერიძე, გერმანია, 2018, 20 წთ.
  6. ყველა ის არსება , ჩარლზ ვილიამსი, ავსტრალია, 2018, 13 წთ.
  7. შენ ხარ ფრენბურთი?! მოჰამედ ბაკში, ირანი, 2017, 15 წთ.
  8. ზურგჩანთა, მიხალის მათიუდაკისი, საბერძნეთი, 2018, 14 წთ.
  9. ბაგატელი, დანიელ ლევინი, აშშ, 2018, 30 წთ.
  10. ბლოეიშტრაატის 11, ნიენკე დეუტცი, ბელგია/ნიდერლანდები, 2018, 9 წთ.
  11. ბედნიერი მგზავრობა, სინისა გალიკი, სერბეთი, 2017, 16 წთ.
  12. ცივი ზაფხულის ღამე, იაშ სავანტი, ინდოეთი, 2018, 21 წთ.
  13. საკვები მიტანით,  იაზან ალ გჰაზავი, იორდანია, 2018, 22 წთ.
  14. დეპორტაცია, არჯუნ ტალვარი, პოლონეთი, 2018, 21 წთ.
  15. დია, ჰამზა ბანგაში, პაკისტანი/დიდი ბრიტანეთი. 2018, 24 წთ.
  16. ნაფეხური, ჰაიდარ დემირტასი, თურქეთი, 2018, 20 წთ.
  17. მთა, გრეგორი, ვერბეკე, ალბანეთი, 2018, 15 წთ.
  18. უნდა გიყვარდეს კუბრიკი, , ალმა ანდრესკუ, რუმინეთი, 2018, 24 წთ.
  19. ჩემი სიჩუმე, ბენჟამენ ეიაგა, კამერუნი, 2018, 24 წთ.
  20. წყნარი ქუჩა, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2018, 28 წთ.
  21. მოკლე, რუსლან აღახადე, აზერბაიჯანი, 2018, 13 წთ.
  22. სუპერპრიზი, კონსტანტინე ჭელიძე, რუსეთი, 2017, 15 წთ.
  23. კურდღლებით სავსე ტყე, , ნიკოლაი კნაკმუსი, გერმანია, 2017, 20 წთ.
  24. ტომბე , დიანა კარდუმიანი, სომხეთი, 2018, 19 წთ.
  25. უმბრა, სააედ ჯაფარიანი, ირანი, 2018, 15 წთ.
  26. სიტყვა, იგორ ვიშნევსკი, უკრაინა, 2018, 30 წთ.

 

 

  BIAFF 2018 – „დიდოსტატთა კოლექცია“ 

  1. „ადამიანი, სივრცე, დრო და ადამიანი“, კიმ კი დუკი, სამხრეთ კორეა, 2018; 122 წთ.
  2. „ალმოდებული“, ლი ჩანგ-დონგი, სამხრეთ კორეა, 2018, 148 წთ.
  3. „ექსტაზი“, გასპარ ნოე, საფრანგეთი, 2018; 95 წთ.
  4. „ველური მსხლის ხე“, ნური ბილგე ჯეილანი, თურქეთი/მაკედონიის რესპუბლიკა/ საფრანგეთი/ გერმანია/ბოსნია-ჰერცოგოვინა/ბულგარეთი/შვედეთი, 2018; 188 წთ.
  5. „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“, ლარს ფონ ტრიერი, დანია/შვედეთი/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 155 წთ.
  6. „ყველამ იცის“, ასგარ ფარჰადი, ესპანეთი/საფრანგეთი/იტალია, 132 წთ.
  7. „ცივი ომი“, პაველ პავლიკოვსკი, პოლონეთი/საფრანგეთი/დიდი ბრიტანეთი, 2018; 88 წთ.

 

 

 

BIAFF 2018 – „სპეციალური ჩვენებები“

  1. „ზაფხული“, კირილ სერებრენიკოვი, რუსეთი/საფრანგეთი, 2018; 126 წთ.
  2. B-ფილმები: ვნება და ხმაური დასავლეთ ბერლინში 1979-1989“, კლაუს მაეკი, იორგ ჰოპპე, ჰეიკო ლანგე, გერმანია, 2015; 92 წთ.
  3. „სიმონ პეტლიურას საიდუმლო დღიური“, ოლეს იანჩუკი, უკრაინა, 2018; 122 წთ.

 

ქართული პანორამა

  1. ანდრო, თორნიკე გოგრიჭიანი, საქართველო, 2017; 25წთ.
  2. ბათუმის ერთი დღე, საქართველო, 2018; 41 წთ.
  3. დევნილობის ცხრა წელი, თორნიკე კოპლატაძე, საქართველო, 2018; 23 წთ.
  4. დიდუბე, ბოლო გაჩერება, შორენა თევზაძე, საქართველო/შვეიცარია; 2017, 64 წთ.
  5. თევზაობა, თორნიკე ბზიავა, საქართველო, 2017; 17 წთ.
  6. ინსტიტუცია #16, საქართველო, 2017; 64 წთ.
  7. მოუსმინე სიჩუმეს, მარიამ ჭაჭია, საქართველო, 2016; 80 წთ.
  8. მტვრით მოწამლულები, თამარ ბართაია, საქართველო, 2018, 52 წთ.
  9. ნიკო მარის კვალდაკვალ, ვასო ჩავლეიშვილი , საქართველო, 2018; 32 წთ.
  10. რეზო, ლეო გაბრიაძე, რუსეთი, 2017; 63 წთ.
  11. ჯარა, ნიკა წიკლაური, საქართველო, 2017; 52 წთ.
  12. ჰამლეტი, გიორგი მეგრელიშვილი, საქართველო, 2018; 80 წთ.

 

ქართული  კინოს კლასიკა

  1. ალავერდობა, გიორგი შენგელაია, საქართველო, 1962; 52 წთ.
  2. მარილი სვანეთს, მიხეილ კალატოზიშვილი, საქართველო, 1930; 44 წთ.
  3. ფიროსმანი, გიორგი შენგელაია, საქართველო, 1969; 85 წთ.
  4. ჩემი ბებია, კოტე მიქაბერიძე, საქართველო, 1929; 29 წთ.

 

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები –  კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო  “Wyndham” კონფერენს დარბაზი,  კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე

კინოფესტივალზე დასწრება – კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.  კინოთეატრ „აპოლოში“  ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც დაჯავშნის და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდსუტრია) – სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით  – http://biaff.org/media-acreditation

 

კინოფესტივალის მხარდამჭერებისაქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, “ბრიტანეთის საბჭო“,  გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ა.მიცკევიჩის ინსტიტუტი

კინოფესტივალის სპონსორები – სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Mardi Plaza”, სასტუმრო „Holland Hoek”, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, კაფე „გარდენს“, რესტორანი ECLIPSE, შპს „Legal Consulting Center“

კინოფესტივალის  მედია პარტნიორებისაქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია,  რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ,  ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), გადაცემა „კიმონო“, Cinemania, AT.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

 

 

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org;  ტელ: 599-482181б 597-998272

Advertisements

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალმა (BIAFF) დაიწყო ფილმების მიღება 2016 წლის პროგრამისთვის

 

BIAFF კინოფესტივალმა, რომელიც გაიმართება 2016 წლის 18-25 სექტემბერს ქ.ბათუმში,  დაიწყო  ფილმების მიღება წლევანდელი პროგრამისთვის.  ფილმები წარმოდგენილი შეიძლება იქნეს შემდეგ საკონკურსო სექციებიისთვის:

  • საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი
  • დოკუმენტური ფილმების საერთშორისო კონკურსი
  • მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი

 

ფილმების მიღება გაგრძელდება 2016 წ., 1 აგვისტომდე და შერჩეული ფილმების სია გამოცხადდება აგვისტოს ბოლოს.

 

მოთხოვნები საკონკურსო ფილმების მიმართ:  Continue reading

BIAFF 2015 – იწყებს აპლიკაციების მიღებას კინოფესტივალის ვოლუნტერების პოზიციაზე

 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება 2015 წლის 13-20 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

 

­­­კინოფესტივალის ჩატარების ადგილი – კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რედისონის“ კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ასევე მოეწყობა ღია ცის ქვეშ.

 

 

რას მოიცავს ინტერნშიფი – სტუდენტებს, კინოთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ მიმართონ კინოფესტივალის მენეჯმენტს კინოფესტივალის პერიოდში და კინოფესტივალამდე ინტერნშიფის გავლისთვის სხვადასხვა პოზიციებზე:

  • კინოფესტივალის სტუმრებთან ურთიერთობა და ლოჯისტიკა – კინოესტივალის სტუმრების მიღება, განთავსება, გაცილება, კინოფესტივალის დროს სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი კოორდინაცია;
  • საინფორმაციო ცენტრი (განთავსებული იქნება კინოთატრ აპოლოში)– საჭირო ინფორმაციის მიწოდება კინოფესტივალზე, პროგრამაზე, პროგრამაში ცვლილებაზე და ა.შ.;
  • ყოველდღიურ ადმინისტრაციულ საქმეებში დახმარება;  
  • პრესასთან/მედიასთან ურთიერთობა – გულისხმობს PR /მედია კოორდინატორის დახმარება შემდეგში – ყოველდღიური პრეს-რელიზების მომზადება, თარგმნა, ვებ-გვერდზე დადება, მაილინგ ლისტებზე და სოციალურ ქსელში გავრცელება, კინოფესტივალის შესახებ ყოველდღიური დაიჯესტის მომზადებაში დახმარება, კინოფესტივალზე მყოფი ბლოგერების მიერ გამოქვეყნებული ბლოგ-პოსტების მონიტორინგი, და მათი გავრცელება სოციალურ ქსელებში; მედიასთან ურთიერთობის კოორდინაციაში დახმარება -პრესკონფერენციების ორგანიზებაში / კოორდინაციაში დახმარება, ჟურნალისტების ინფორმირება და მოწვევა პრეს-კონფერენციებზე, მასტერკლასებზე და ა.შ.   საჭირო შემთხვევაში – ინტერვიუების ჩაწერა; Facebook, Twitter, BIAFF ვებ-გვერდზე – მუდმივად სიახლეების გავრცელება, დაშეარება, კინოფესტივალზე გამოქვეყნებული სტატიების სოც. ქსელებში გავრცელება

 

რას სთავაზობს კინოფესტივალი სტუდენტებსკინოფესტივალის ფარგლებში ინტერნშიფის გავლის მსურველებს ვთავაზობთ შემდეგს:

  • ნებისმიერ ჩვენებაზე, მასტერკლასზე დასწრება
  • გახსნა/დახურვის ცერემონიაზე დასწრება და დახურვის ბანკეტზე დასწრება, რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება
  • ფესტივალის კატალოგში და ვებ-გვერდზე მოხსენიება ვოლუნტერების სიაში
  • მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი.
  • ოფიციალური სერტიფიკატი – რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტმა გაიარა ინტერნშიფი კინოფესტივალზე
  • სარეკომენდაციო წერილი – საჭირო შემთხვევაში (სამომვალოდ) ფესტივალი ყველა ვოლუნტერს გაუწევს მხარდაჭერას სარეკომენდაციო წერილით.
  • კინოფესტივალზე ვოლუნტერის სახით ჩართულობა საშუალებას აძლევს მონაწილეებს მიიღონ საინტერესო გამოცდილება, გახდენ მნიშნველოვანი საერთაშორისო კულტურული ღონისძიების მონაწილე, ურთიერთობა ქონდეთ მრავალ საინტერესო სტუმართან და ა.შ.

 

დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ info@biaff.org

 

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პტელ: 599-482181

ბათუმის  საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF 2015 აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის

 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი  ტარდება  2015 წლის 13-20 სექტემბერს.  ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

 

კინოფესტივალის ფარგლებში BIAFF  აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის, რომელიც უკვე მეექვსე წელია რაც ტარდება.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობა – კონკურსში მონაწილებისთვის საჭიროა:

 

–          კონკურსანტს უნდა ჰქონდეს აქტიური ბლოგი და ბლოგერობის გარკვეული გამოცდილება

–          რეგისტრაცია – უნდა დარეგისტრირდეს წინასწარ როგორც კონკურსის მონაწილე.  რეგისტრაცია ხდება ძალიან მარტივად   სარეგისტრაციო ფორმის (http://goo.gl/cxAMX) შევსებით.  ცხადია კონკურსში მონაწილე ბლოგერებს უნდა შეეძლოთ კინოფესტივალის პერიოდში ბათუმში ყოფნა და კინოფესტივალზე დასწრება.

–          ბლოგზე კინოფესტივალის ბანერის განთავსება (საიტზე გადასასვლელი ბმულით)

–          კინოფესტივალამდე 1 ბლოგ პოსტის გაკეთება

–          კინოფესტივალის მსვლელობისას არსებული სიახლეების გაზიარება სოციალური ქსელების მეშვეობით

 

 

რეგისტრაციის ვადა – ბლოგერებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 20 აგვისტომდე.

 

 

რას სთავაზობს ფესტივალი  მონაწილეებს – ბლოგერების კონკურსში მონაწილე ბლოგერებს კინოფესტივალი სთავაზობს შემდეგს:

–          აკრედიტაციას რაც საშუალებას მისცემს დაესწრონ ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილ ნებისმიერ კინოჩვენებას

–          ბლოგერებს ფესტივალის მსვლელობისას ექნებათ საშუალება დაესწრონ ყველა პრესკონფერენციასა და მასტერ კლასს, ჩაწერონ  ფესტივალის ჟიური, სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები

–          ყველა ბლოგერს გადაეცემა ბეჯი სადაც აღნიშნული იქნება ბლოგერის სახელი გვარი ბლოგის მისამართი

–          ბლოგერებს საშუალება ექნებათ დაესწრონ კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიას, რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება

–          ყველა ბლოგერს მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი

 

ბლოგერების კონკურსის პრიზები  გათვალისწინებულია შემდეგი პრიზები:

 

  • BIAFFპრიზი – 3 ბლოგერი რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს  და სამივე ბლოგერის ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისენი მოწვეულნი იქნებიან კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიასა და ბანკეტზე.
  • BIAFFპრიზი  – სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრება – საუკეთესო 3 ბლოგერს BIAFF დაუფინანსებს სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების ხარჯებს შემდეგი პირობებით – #1 ადგილი – აკრედიტაცია, ავიაბილეთი + განთავსება (5 ღამე);   #2 ადგილი –   აკრედიტაცია, ავიაბილეთი (ერთი გზა) + განთავსება, #3 ადგილი – აკრედიტაცია, განთავსება.   განთავსება მოხდება აპარტამენტში – შესაბამისად საჭიროა სამივე ბლოგერის ჩასვლა ერთსა და იმავე პერიოდში. პრიზით სარგებლობისთვის აუცილებელია ბლოგერებისგან სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების საბოლოო კონფირმაცია ფესტივალამდე 2 თვით ადრე.   + BIAFF  3-4 ბლოგერს კინოფესტივალი გაუკეთებს კარლოვი ვარის კინოფესტივალების აკრედიტაციას – მგზავრობის ხარჯების გარეშე (როგორც წესი აკრედიტაცია მხოლოდ კინოინდუსტრიის ან პრესის წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი).
  • სასტუმრორჩეული ვილას ქსელის პრიზი  – გამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა  2 დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმრო „რჩეულ ვილას“ რომელიმე სასტუმროში  (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, სიღნაღი) დასვენებისთვის
  • სასტუმრო „Batumi PLAZA Hotel“  (batumiplaza.ge) პრიზი  – გამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა  2 დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი   სასტუმროში   დასვენებისთვის

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ზვიადი ელიზიანი (ფესტივალის მენეჯერი) – ელ.ფოსტა: press@biaff.org, მობ: 599-482181

 

 

კინოფესტივალის სპონსორებისაქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „Divan Suites”

კინოფესტივალის მხარდამჭერები კინოთეატრი „აპოლო“, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, სასტუმრო „ვანილა“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“,

კინოფესტივალის მედია პარტნიორებირადიო ფორტუნა, ფორტუნა +, აჭარის ტელევიზია, გაზეთი – „ჯორჯია თუდეი“, FILM PRINT, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com)

 

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 574-482181б 597-998272

 

 

 

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალმა (BIAFF) დაიწყო ფილმების მიღება 2015 წლის პროგრამისთვის

BIAFF კინოფესტივალმა, რომელიც გაიმართება 2015 წლის 13-20 სექტემბერს ქ.ბათუმში, დაიწყო ფილმების მიღება წლევანდელი პროგრამისთვის. ფილმები წარმოდგენილი შეიძლება იქნეს შემდეგ საკონკურსო სექციებიისთვის:
საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი
დოკუმენტური ფილმების საერთშორისო კონკურსი
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი
ფილმების მიღება გაგრძელდება 2015 წ., 1 აგვისტომდე და შერჩეული ფილმების სია გამოცხადდება აგვისტოს ბოლოს.

მოთხოვნები საკონკურსო ფილმების მიმართ:
ა) მხატვრული და დოკუმენტური ფილმები:
ფილმი უნდა იყოს სრულმეტრაჟიანი
გადაღების პერიოდი – 2014 ან 2015 წწ
ბ) მოკლემეტრაჟიანი ფილმები:
ასაკი – 35 წლამდე
ხანგრძლივობა – მაქსიმუმ 35 წთ-მდე
ჟანრი – მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური (და ანიმაციური/ექსპერიმენტული ფილმები
გადაღების პერიოდი – 2014 ან 2015 წწ

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ფილმებს, რომელთა საჯარო ჩვენება არ მომხდარა საქართველოში. არასაკონკურსო სექციებისთვის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ფილმებს, რომლებიც არ ყოფილა ნაჩვენები საქართველოში კინოგაქირავების ქსელში ან ქართულ სატელევიზიო არხებზე.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმების ჩვენება ხდება ციფრული ვერსიებით – DCP, Blue-ray ან DVD (მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემთხევევაში).
ბათუმის კინოფესტივალზე ფილმის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი ფორმით:
შეავსოთ შემდეგი ონლაინ სააპლიკაციო ფორმა – BIAFF 2015 SUBMISSION, ხოლო სელექციისთვის ფილმი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ონლაინ ბმულით – ჩამოსატვირთი ბმული ან ინტერნეტში ფილმის ნახვის ბმული (მაგ: Vimeo, youtube).
ან ფილმის საჩვენებელი ვერსია (blue-ray, DVD და ა.შ.) უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი
ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქ.3
ტელ: 599-482181, 591019790