Biaff Calling

Kate's Universe

მზე, ზღვა, განსხვავებული ჰაერი, Biaff-ი და არაჩვეულებრივი განწყობა.
ჩემი ბათუმი ასეთია.
გამარჯობა, ეს ისევ მე ვარ. 2014 წლის ბათუმი ბევრ სასიამოვნო რამეს მპირდება. გამომყევით და არ ჩამომრჩეთ 😉
დღეს ჩამოვედი ქათქათა ბათუმში და ემოციები უკვე გულით დამაქვს. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი 2002 წლიდან მოყოლებული და ბოლო რამდენიმე წელია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ქალაქის სიყვარულისა არის ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი (Batumi International Art-house Film Festival – შემოკლებით Biaff).

პირველად 2012 წელს ვიყავი და სრულიად მოვიწამლე იმ ყველაფრით, რაც მაშინ ბათუმში ხდებოდა. შარშანწინდელი პოსტები შეგიძლიათ იხილოთ აგერ – http://k84u.com/tag/biaff/

რამდენიმე ეპიზოდი 2012 წელს ჩატარებული მე-7 ფესტივალიდან.

თქვენი მონა-მორჩილი აქ სურათს იღებს, სამაგიეროდ მისი უდიდებულესობა – ლეპტოპი “წითელა” წარმომადგენს მე 😀

ასე ვწერდით პოსტებს

ასე ემთხვეოდა ჩვენი საყვარელი ფერები ერთმანეთს ❤

ასე ვუყურებდით ფილმებს. ყელის ტკივილი, სიცხე და ათასი კატასტროფა :/

ასე “ვაბირჟავებდით” კინოთეატრის წინ, განვიხილავდით ფილმებს და ვთათბირობდით.

ასე გადავიღე სურათი ბელა ტართან,

ელდარ შენგელაიასთან…

View original post 78 more words

Advertisements

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი ფარაჯანოვის ფილმით გაიხსნება

cropped-biaff-2014-cover.jpgავტორი: მანანა ქველიაშვილი

„მე მივდივარ BIAFF-ზე“ – ფეისბუქში დაწყებული კამპანია ორ კვირაში რეალობად იქცევა. 14 სექტემბერს ბათუმში ბათუმის საავტორო ფილმების მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალი, იგივე BIAFF-ი გაიმართება. 7 დღის მანძილზე კინოს მოყვარულებს საშუალება ექნებათ საავტორო კინოს სიახლეებს გაეცნონ და ახალი ფილმები ნახონ.
საავტორო კინოს ფესტივალი ფარაჯანოვის ფილმით = „ბროწეულის ფერი“ – გაიხსნება. გარდა ამისა, ფესტივალზე ფარაჯანოვის საიუბილეო საღამო გაიმართება.

2014 წლის კინოფესტივალზე დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იქნება ნაჩვენები. ასევე 40 ფილმი იქნება ნაჩვენები მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში. კინოფესტივალზე მოწვეული რეჟისორები მასტერკლასებს ჩაატარებენ.

ვრცლად: http://www.batumelebi.ge/

ბათუმელები

BIAFF ზე შეხვედრამდე

მას შემდეგ რაც უნივერსიტეტში გამოცდები თითქმის დავასრულე და მეტ-ნაკლები წარმატებით დავხურე მორიგი სემესტრი. აქტიურად დავიწყე ფიქრი თუ სად და როგორ გავატარო დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. დრო არც ისე ბევრი მაქვს და მსურს მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენო ის. ამიტომ წინასწარ ვცდილობ დავგეგმო არდადაგები.

ივლისი და აგვისტო მინდა ახალ ამპლუაში გამოვცადო თავი და ახალი პროფესიული გამოცდილება შევიძინო. ამ დრომდე არასოდეს მქონია შეხება ტელეჟურნალისტიკასთან, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი ტელეკომპანია ტაბულაში სტაჟირების გავლას. სიუჟეტების დაგეგმა, რესპოდენტებთან ურთიერთობა, გადაღებებზე სიარული, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საქმიანობაა. მიყვარს ექსპერიმენტები, ცვლილებები და საკუთარი ძალების მოსინჯვა იმ სფეროში რასთანაც შეხება არ მქონია. ვიმედოვნებ რომ ამ დროის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო სიუჟეტის მომზადებას შევძლებთ მე და ნათია, გოგონა რომელიც ჩემი მეგზურია ამ ახალ ამპლუაში.

BIAFF

დასვენებას კი სექტემბერში ვაპირებ, პირველ ნახევარს დედაჩემთან სტუმრობას ვგეგმავ თუ ევროპული სავიზო ბიუროკრატია მარტივად მოვაგვარე. 14-21 სექტემბრის ჩათვლით კი ბათუმის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალზე წასვლა მსურს. ამ ფესტივალის მიმართ განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი ვარ და წელს უკვე მეხუთედ ვეგეგმავ დავესწრო კინოს ზეიმს ბათუმში.

BIAFF

რამდენიმე მიზეზის გამო გამოვარჩევ ამ ფესტივალს.

  • მიყვარს საავტორო კინო. BIAFF კი ყოველწლიურად გვაძლევს საშუალებას ქართველ კინომოყვარულებს საავტორო კინოს საუკეთესო ნამუშევრები ვიხილოთ.
  • გვეძლევა საშუალება დავესწროთ ევროპული, აზიური და ქართული კინოს ტოპ რეჟისორების მასტერკლასებს. რომელთა ვინაობაც ყოველწლიურად ერთგვარი სიურპრიზია ხოლმე. გვქონდეს თანამედროვე კინოს ლეგენდებთან უშუალო გარემოში კომუნიკაციის საშუალება. ბათუმის კინოფესტივალი კი თავისი მასშტაბიდან გამომდინარე საოცრად კომფორტულ გარემოს ქმნის ამისთვის.
  • სექტემბრის მეორე ნახევარი, პერიოდი როდესაც ბათუმის საავტორო კინოფესტივალი იმართება, ხავერდოვანი სეზონის მზიანი ამინდებით გამოირჩევა, ამიტომ ის კინომოყვარულებიც რომლებიც დღის პირველ ნახევარს ზღვაზე ატარებენ იშვიათად უჩივიან ამინდებს. საღამოს კი თავს ფილმების ყურებით იქცევენ. რაც მთავარია ფილმებზე დასწრება უფასოდ შეუძლიათ მაყურებლებს. კინოთეატრ აპოლოში შეზღუდული რაოდენობის ადგილებიდან გამომდინარე კი მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციაა ამისთვის საჭირო.

BIAFF

  • ღია კინოთეატრში დიდ ეკრანზე ფილმების ნახვა, ბათუმის კინოფესტივალის დამატებითი ხიბლია, რომელიც წინა წელს ფესტივალის პოლონელი პარტნიორების დახმარებით შეემატა BIAFF ს და ვიმედოვნებ წელსაც გვექნება ფილმების ამგვარ გარემოში ყურების საშუალება.
  • ფესტივალზე მუშაობა ბლოგერებისთვის განსაკუთრებულად კომფორტულია. ფესტივალის მენეჯმენტი აქტიურად უწყობს ხელს ინტერნეტ მედიაში ფესტივალის შესახებ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის განთავსებას. ამისთვის კი ყოველწლიურად ბლოგერებისთვის წამახალისებელი კონკურსი იმართება. კონკურსში მონაწილეობის მსურველ ბლოგერებს მოცემული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ 25 აგვისტომდე დარეგისტრირდეთ. http://bit.ly/1jrcmOC

BIAFF

ფესტივალი ყოველწლიურად ვითარდება და მოხარული ვარ რომ ამ ზრდის პროცესს ვადევნებ თვალს.

გირჩევთ კინომოყვარულებს თქვენი შვებულების პერიოდიც დაამთხვიოთ ბათუმის კინოფესტივალს. წინ ნამდვილად დაუვიწყარი ერთი კვირა გელით.

ჩემი “ბარხატნი” სეზონი )

ჩემი “ბარხატნი” სეზონი ).

    ბათუმი რომ გენიალური ქალაქია,ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

კარგია ზღვაზე,მზეშიც ,წვიმაშიც,ქარშიც ,თოვლშიც და საერთოდ ყველა ამინდში.

მე მაინც მზისა და ზღვის კომბინაციას ვარჩევდი.

უსაქმურობა,მზე ,ზღვა ,ესაა ცხოვრება,მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღე,მერე უკვე საქმე გინდება,წიგნის წაკითხვა,რაიმე სიახლე.

წარმოიდგინეთ,რა მაგარია ,ამ უსაქმურობის რუტინაში,კულტურული დასვენება რომ შემოერევა,ფილმები,წერა,წერა და კიდევ წერა.

მოკლედ,14სექტემბერს ბათუმის მეცხრე საერთაშორისო კინოფესტივალი აიღებს სტარტს,ფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი” ,ოფიციალური ოარტნიორი კი ბათუმის მერია.

საგულისხმოა,რომ ფესტივალის ფარგლებში,ფილმების ჩვენებაზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია,სრულიად უფასოდ,მხოლოდ ბილეთის დაჯავშნაა საჭირო.

მაგრამ,ჭნნნ,ყველაზე მაგარი ფაქტი ჩვენთვის,ბლოგერებისთვის ,ისაა,რომ #BIAFF აცხადებს კონკურსს ბლოგერებისათვის,

via ჩემი “ბარხატნი” სეზონი ).

ბათუმის კინოფესტივალის პრეზენტაცია საქართველოს კინოცენტრში – 4 ინივის, 2014 წ.

http://www.ghn.ge/news-109507.html

 

http://www.newspress.ge/sazogadoeba/44511-bathumis-kinofestivalis-programisa-da-siakhleebis-prezentacia-4-ivniss-gaimartheba.html

 

http://georgianpress.ge/com/news/view/5293?lang=1

მოსაწვევი თამარკორდისგან – atumi International Art-House Film Festival სა და White Lounge ახალი ერთობლივი კინოკლუბის შესახებ

 

“ლაუნჯში მოწყობილი კინოჩვენება საინტერესო უნდა იყოს. კოქტეილის თანხლებით ფილმი ჯერ არ მინახავს. მარჯან სატრაპის წარმოსახვებით აღსავსე ეს ფილმიც ძალიან მოუხდება ჩვენების ფორმატს. ეს არის სულისშემძვრელი და ამავე დროს, ძალიან სახალისო ფილმი, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, რაც კინოს საშუალებით შეიძლება გადმოიცეს: ულამაზეს კადრებს, ტრაგი-კომიკურ ჟანრებს, რეალური და ფანტასტიკური ამბების მონაცვლეობას, ომარ ხაიამის პოეზიას, ვიოლინოს, რომელიც ფილმს მთავარ მოტივად გასდევს და მსახიობთა ოსტატობას. ისეთი ფილმია, გულგრილს ვერავის დატოვებს და თვით “ჰეფი ენდების” მოყვარულებსაც კი აღაფრთოვანებს.”

http://tamarcord.blogspot.com/2014/02/blog-post_26.html?m=1