მეორე დღეს ნანახი ოლგა

Adibas Lenin

crop-942051-12669617-1672313816342790-6091298577540161554-n-1

ბლოგზე მეორე ჩანაწერია. პირველს “მეორედ” ერქვა თუ სწორად მახსოვს, მაგრამ რეალურად პირველი იყო. წერის დროს გადამოწმება მეზარება, ამიტომ არ გადავამოწმებ და ეს საქმე თქვენთვის მომინდია თუ არ დაგეზარებათ ჩემი მახსოვრობის გადამოწმება. მეორე ბლოგი კი სხვა სახელისაა, რომელიც უკვე წაიკითხეთ. წესით ასე უნდა იყოს: თუ ამას კითხულობთ, სათაურს უკვე წაიკითხავდით.

ფესტივალის გახსნის დროს ბათუმში არ ვიყავი, მეორე დღეს ჩავედი. ჩასვლიდან მეორე დღეს კი როგორც იქნა ნორმალური ფილმი ვნახე. ცოდვა გამხელილი სჯობს, ცოდვასაც გააჩნია, უნდა ვაღიარო, რომ ჩასვლის დღეს ანუ მეორე დღის დადგომამდე მხოლოდ ერთი ფილმი ვნახე სრულად, მეორე კი სანახევროდ. უფრო ზუსტად კი – პირველი სანახევროდ, მეორე – სრულად.

პირველი კი საინტერესო იყო, სანახევროდაც კი ასე ჩანდა, მაგრამ არასრულ ნანახ ფილმზე როგორ ვიკადრებ შეფასებას. მეორე კი კრიტიკას ვერ უძლებდა. ვერც გაუძლებს.

გეტყოდით რაზე იყო, მაგრამ არ მინდა გახსენება და არც მემეტებით მაგის საყურებლად, მოსასმენად მითუმეტეს.

მეორეს არ გეუბნებით, მაგრამ არც პირველს ვიტყვი რაზე იყო. ბოლომდე არ მინახავს და აქაც გაკვრით ვახსენე…

View original post 474 more words

◀▶BIAFF გახსნის ცერემონია 🎥

MarieTTa's Blog

სამწუხაროდ წელს პირველად ვესწრები კინოფესტივალს , სინანულის გრძნობა მიპყრობს ”რატომ არ ვიცოდი ფესტივალის შესახებ წინა წლებში ??..” თავს ვადანაშაულებ რამდენი რამ დამიკარგავს და გამომრჩენია, ალბათ საკუთარ თავთან დანაშაულის გამოსწორების მიზნით გადავწყვიტე ფესტივალის ერთ-ერთ მთავარი აქტივობაში ჩართვა, რაც გულისხმობდა საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებას. მეც მთელი ენერგიით ვცდილობდი ყველა დაინტერესებული პირისთვის ზუსტად ამეხსნა ფესტივალის შესახებ და მათში ინტერესის ნაპერწკალი გამეღვიძებინა. ჩემმა მონდომებამ შედეგი გამოიღო, ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე რამდენიმე ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი, მათი დანახვა საკუთარ თავთან დანაშაულის გამოსყიდვის ტოლფასი იყო, ისინიც ჩემნაირად პირველად ესწრებოდნენ ფესტივალის გახსნას და ვიმედოვნებ, რომ მათზეც ისევე ძლიერად იმოქმედა მიღებულმა შთაბეჭდილებებმა , როგორც ჩემზე.

ფესტივალის გახსნის ცერემონია საზაფხულო თეატრში გაიმართა, შვიდი საათისთვის თეატრის ეზო მთლიანად სავსე იყო,  პოლიტიკოსები, მსახიობები, რეჟისორები,  სხვადასხვა ტიპის თუ სტატუსის მქონე ადამიანები, რომელთა გაერთიანების მთავარი მიზეზს  ფესტივალი და 11 რეჟისორის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების  ნახვა წარმოადგენდა.

dsc_0674dsc_0652

ბანალურია თუმცა პირველი ემოცია ჩემში წითელი ხალიჩის დანახვამ გამოიწვია. მოლოდინი იმისა რომ თეატრის დარბაზისკენ  მიმავალ ხალხს  ჩემი ფოტოაპარატის ობიექტივში…

View original post 235 more words

BIAFF დაიწყო! დღე პირველი

The world through a gemini's eyes

  1. ტესტი გემრიელობაზე წარმატებით ჩავაბარე – სრულიად დაკბენილი
  2. ტესტი მგრძნობელობაზე წარმატებით ჩავაბარე – სრულიად დაბუგული
  3. BIAFF დაიწყო!

ჰო დაიწყო როგორც იქნა… გუშინ იყო გახსნის ცერემონია… რომელმაც ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა (შარშანდელისგან განსხვავებით  😉 )… გაგვაცნეს ფესტივალის პროგრამა, ჟიურის წევრები… დააჯილდოვეს კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის (უნდა აღვნიშნო ბატონი ბერდია ინწკირველი, რომელიც მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით ავიდა სცენაზე და ჯილდოსთვის უბრალოდ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე “დიდი მადლობა” გადაიხადა და დაუბრუნდა ადგილს, მოკლედ გაგვისწორა ლაპარაკით დაღლილ მაყურებელს  😀 )…

მოკლედ გახსნა იყო ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო.

ბოლოს გვიჩვენეს ბათუმელი რეჟისორების მოკლემენტრაჟიანი ფილმების კოლექცია “ბათუმის ტალღა”, რომლის ყურებისას ერთი კითხვა ამეკვიატა: რატომ ვიღებთ ფილმებს? seriously რატომ? ანუ მართლა ისე ხომ არ არის “მეხატება და ვხატავო”? სხვაგან არ ვიცი, მაგრამ კინო ნამდვილად ის ადგილია, სადაც ყველაფერი ხალხისთვის კეთდება – იმისთვის რომ ნახოს და გაიგოს ხომ? ასე არაა? ვცდები? კარგი, ყველა ყველაფერს ვერ გაიგებს, მაგრამ რაღაც ხომ უნდა იგრძნოს მაინც? თუნდაც სულ ოდნავ? ჰა? არა? ok

დავუბრუნდეთ “ბათუმის ტალღას”…

View original post 527 more words

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF 2016) – მასტერკლასები/შეხვედრები

გთავაზობთ ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის 20 სექტემბრის მასტერკლასების / შეხვედრების განრიგს :
თემურ ბაბლუანი –შეხვედრა ცნობილ ქართველ რეჟისორთან.
დრო : 12.30-14.00;
ადგილმდებარეობა: სასტუმრო „DIVAN SUITES“ ( მისამართი: ქ. ბათუმი, ზ. გამსახურდიას ქ./კოსტავას ქ. #5/13 )
Temur Babluani – with famous Georgian filmmaker
Date/Location: 20 September, 12.30-14.00 PM; DIVAN SUITES Hotel ( Address : 5/13 Kostava/Z. Gamsakhurdia, Batumi )
მასტერკლასებზე დასწრება მასტერკლასებზე დასწრება უფასოა. იმ შემთხვევაში თუ მსურველები დარბაზში არსებულ ადგილზე მეტია, პრიორიტეტი ენიჭება ფესტივალის აკრედიტაციის მქონე პირებს

BIAFF 2016

Surreal Child

 ყველაზე სანდო საკუთარი გამოცდილებაა, ბათმის საავტორო ფილმების ფესტივალი კი ჩემთვის ძალზედ სასიამოვო და წარმატებული გამოცდილება გამოდგა პირველივე ჯერზე. კინოს, როგორც ხელოვნების კომბინირება გარკვეულ გარემოსთან ყოველთვის ქმნის განსაკუთრებულად კარგ შთაბეჭდილებას, ამ შემთხვევაში ბათუმში გაჩაღებული ნამდვილი კინომანური გულისცემა,  ვფიქრობ არ დატოვებს გულგრილს მის მონაწილეთ. 18 -იდან 25 სექტემბრამდე კინოს მუზების ნაწილი ჩვენს ქვეყანაში იყრის თავს, ამიტომ საღი აზრია ბარგი შევკრათ და ცოტა ხნით ბათუმში გადავბარგდეთ. იმ დროს, როცა რთულია საყვარელი და სავტორო კინოს მაცოცხლებელი რეჟისორების ფილმები ქართულ კინოთეატრებში ვიხილოთ BIAFF-ი ამის შანს გვთავაზობს.

  ვეცდები ტრადიციად ვაქციო ჩემი საინფორმაციო პოსტების მიმართულება და მივუძღვნა თემატიკას იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ველოდოთ წლევანდელი BIAFFისაგან, რა უნდა ვნახოთ აუცილებლად და რა შეიძლება გამოდგეს ჩვენთვის  საინტერესო. პირველ რიგში შეუძლებელია ერთი შეხეთვითვე თვალი არ მოგვჭრას დიდოსტატთა კოლექციამ, სადაც წარმოდგენილნი არიან ისეთი რეჟისორების ბოლო ნამუშევრები, რგორიცაა კენ ლოუჩი, კრისტიან მუნჯუ, ჯიმ ჯარმუში, კიმ კი დუკი.

 ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი 30…

View original post 111 more words

მზე, ზღვა და კარგი ფილმები

მარიკუნას ბლოგი

cropped-cropped-biaff-2016-cover BATUMI INTERNATIONAL ART-HOUSE FILM FESTIVAL

უკვე  მე–11 ზაფხულია, რაც აგვისტოს ხმაურიან დღეებს ბათუმში არანაკლებ ხმაურიანი (ვიტყოდი გა–ხმაურებული) ბევრი ჩვენი საყვარელი ადამიანისთვის საყვარელი, საინტერესო და სიახლეებით სავსე BIAFF აგვირვინებს.

ვიტყოდი, რომ ეს იქნებოდა იდეალური ზაფხულის იდეალური დასასრული. (ჩემს შემთხვევაში, უბრალოდ ზაფხული არ გახლდათ იდეალური , თორემ დასასრული კი ნამდვილად იმედისმომცემი მეჩვენება)

BIAFF–ზე დასწრება მართლაც დაამშვენებდა ნებისმიერი ტიპის ზაფხულს.

აი, თუნდაც შენ, მთელი ივნის–ივლის–აგვისტო რომ ქაღალდების დასტას უყურებდი, ამ სამი თვის განმავლობაში რომ მხოლოდ ოფისის თეთრ კედელზე ჩამოკიდებული საათის ისრების ხმას უსმენდი და ცდილობდი, სახეზე ღიმილი შეგენარჩუნებინა, როდესაც სოციალურ ქსელებში ახლობელ–მეგობრების გულწრფელად ბედნიერი ჩექინი გხვდებოდა შენთვის იმ დრიოსთვის თითქმის საოცნებო ლოკაციიდან. ეს ხომ შენი შანსია, იყო ბათუმში, შეძლო ახალი მოგონებების დაგროვება და მიიღო დიდი სიამოვნება!

დიახ, შენთვისაც, ვინც ლამაზი რუჯით მოხვალ ფესტივაზე, დიდი დასვნების შემდეგ ბედნიერი ღიმილით. ეს ხომ შენი შანსია, ბოლო იდეალური შტრიხი შემატო შენს თავგადასავლებით სავსე ზაფხულს!

კი, ნამდვილად, შენთვისაც, ვინც არასდროს ყოფილხარ ამ ფესტივალზე და უბრალოდ გაინტერესებს, რა შეიძლება იყოს?! რასაც…

View original post 39 more words