BIAFF 2016 – ბათუმის კინოფესტივალის დოკუმენტური საკონკურსო სექციის ფილმები

ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების მიღება 2016 წლის პროგრამისთვის. ბათუმის კინოფესტივალი ტარდება 2016 წლის 18-25 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა.
კინოფესტივალის ორგანიზატორი – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია. BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციისთვის.
BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციისთვის. აღნიშულ სექციას შეაფასებს ხუთკაციანი ჟიური შემდეგი შემადგენლობით:
  1. ჟიურის თავჯდომარე – მარინა რაზბეშკინა, რუსეთი
  2. ელჰუმ შეიკრიფარი, დიდი ბრიტანეთი
  3. ნარგიზ ბაგირზადე, აზერბაიჯანი
  4. ოლეს იანჩუკ, უკრაინა
  5. ბესო ოდიშარია, საქართველო
დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:
  1. „ახლო ურთიერთობები“, ვიტალი მანსკი, გერმანია/ლატვია/ესტონეთი/უკრაინა, 2016; 112 წთ.
  2. „ჩიხი“, არუთინ ხაჩატრიანი, სომხეთი, 2016; 94 წთ.
  3. „დიბუკი”, კშიშტოფ კოფინსკი, პოლონეთი/უკრაინა/შვედეთი, 2015; 85 წთ.
  4. „მოგონებათა უმანკოება“, გრანტ ჯი, დიდი ბრიტანეთი, 2015; 80 წთ
  5. „განათლებულთა მიწა“, პიტერ ჟან დე პუ, ბელგია/ირლანდია/ჰოლანდია/გერმანია, 2015; 87 წთ.
  6. „ველური ქალები – ნაზი მხეცები“, ანკა შმიდი, შვეიცარია, 2015; 96 წთ.
  7. „მოძრავი კინოთეატრის მოგზაურები”, შირლი აბრაამი/ამით მანდეშია, ინდოეთი, 2016; 96 წთ.
  8. „წელიწადის დროები ქუინსიში: ჯონ ბერგერის ოთხი პორტრეტი“, კოლინ მაკკეიბი / ტილდა სვინტონი / კტისტოფერ როთი / ბარტეკ დზიადოსცი, დიდი ბრიტანეთი, 2016; 89 წთ.
  9. „ლტოლვილი გემი „ენგური“, ვახო ვარაზი, საქართველო, 2016;
კინოფესტივალის სპონსორები – საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „Divan Suites Batumi“
კინოფესტივალის მხარდამჭერები – კინოთეატრი „აპოლო“, “ბრიტანეთის საბჭოები”, პოლონეთის აუდიო-ვიზუალური ფონდი, “ანბანის კოშკი”, სასტუმროთა ქსელი „რჩეული“, სასტუმრო “ბათუმი პლაზა”, სასტუმრო “ადმირალი”, კინოთეატრი “რუსთაველი”, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ფესტივალი Tbilisi Open Air, HQ პროპაგანდა , ტურკომპანია “Wonderland”
კინოფესტივალის მედია პარტნიორები – რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, აჭარის ტელევიზია, Film New Europe (www.filmneweurope.com), FILM PRINT, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), გაზეთი “ბათუმლები”, netgazeti.ge
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 599-482181б 597-998272
Advertisements

შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში BIAFF კინოფესტივალის ახალი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

7 ივნისს შ.რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გაიმართა BIAFF კინოფესტივალის პრეზენტაცია, ფესტივალის დირექტორმა ზვიად ელიზიანმა ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე დაგეგმილი 3 ახალი პროექტის: BIAFF საზაფხულო კინოსკოლა (27 ივლისი-6 აგვისტო, 2012 წ.), BIAFF დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფი (17-23 სექტემბერი), ბლოგერების ორდღიანი ვორქშოფისა და ბლოგერების კონკურსის შესახებ ისაუბრა და დამსწრე აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია ბლოგერების ორდღიანი ვორქშოფი (15-16 სექტემბერი) თემაზე – „სოციალური მედიის მნიშვნელობა კულტურული ღონისძიებების საინფორმაციო/სარეკლამო კამპანიისთვის“ . ვორკშოპში მონაწილეობას 22-25 ბლოგერი მიიღებს. წარმოდგენილი იქნება სოციალური მედიაში კულტურული ღონისძიებების გაშუქების წარმატებული ქართული და უცხოური ქეისები, მოხდება მათი განხილვა. დაინტერესებულ ბლოგერებს საშუალება მიეცემათ გაიარონ აკრედიტაცია ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე . ბლოგერების კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული ბლოგერი, რომლებსაც შემდეგ წელს კინოფესტივალის დაფინანსებით შეეძლებათ დაესწრონ ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალს, მათ ასევე გადაეცემათ ფესტივალის სპონსორების მიერ დაწესებული სხვა პრიზები.

ვრცლად ინფორმაცია იხილეთ პრეზენტაციაში :

Biaff presentation – 2012 – bloggers   

 BIAFF საზაფხულო კინოსკოლის პროექტის ფარგლებში ჩატარდება 8 დღიანი ინტენსიური ტრენინგი სცენარის განვითარების საკითხებზე, რომელსაც ჩაატარებს მოწვეული ტრენერი ინგლისიდან – პოლ კრონინი / Paul Cronin (ლონდონის კინოსკოლა). ტრენინგების დროს ასევე განხილული იქნება მონაწილეთა სამოამვლო ფილმის სცენარის იდეები და ტრენერის მხრიდან მიცემული იქნბეა შესაბამის რეკომენდაციები.

BIAFF დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფის პროექტის ფარგლებში შეირჩევა 2-3 ხუთკაციანი გუნდი, რომელსაც ჩაუტარდება პრაქტიკული ხასიათის ტრენინგები დოკუმენტურ კინოში, რომელიც კომბინირებული იქნება გადაღების პროცესთან და ერთი კვირიანი ტრენინგის ბოლოს მონაწილეები გადაიღბენ 10-15 წთ.-იან მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტურ ფილმს, წინასწარშერჩეულ თემატიკაზე. ტრენინგები ხორცილდება ბრიტანული პარტნიორი ორგანიზაციის (Postdoc Films) ტრენერების და ბრიტანელი დოკუმენტალისტი რეჟისორის შონ მაკალისტერის (Sean McAlister) მიერ.

ადგილები, როგორც BIAFF საზაფხულო კინოსკოლის, ისე BIAFF დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფის დროს შეზღუდულია და მონაწილეთა შერჩვევა მოხდება BIAFF მენეჯმენტის მიერ.

ვრცლად ინფორმაცია BIAFF საზაფხულო კინოსკოლის და   BIAFF დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფის პროექტის  შესახებ იხილეთ პრეზენტაციაში :

BIAFF საზაფხულო კინოსკოლის და   BIAFF დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფი

BIAFF კინოფესტივალის კონკურსი ბლოგერებისთვის – დამატებითი პრიზები გამარჯვებულებისთვის

BIAFF კინოფესტივალი –    კონკურსი  ბლოგერებისთვის

საავტორო კინოს ბათუმის  საერთაშორისო ფესტივალი ქართველ ბლოგერებს იწვევს ბათუმში, 17-24 სექტემბერს ფესტივალის გასაშუქებლად.

ფესტივალის მიმდინარეობისას ცხადდება კონკურსისამი ბლოგერი, რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს. 2011 წელს შერჩეული ბლოგერების ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისინი მიწვეული იქნებიან კინოფესტივალის გახსნის და დახურვის წვეულებაზე.

ასევე  კინოფესტივალის  პარტნიორმა ტურ-კომპანიამ „WONDERLAND (www.wonderland.ge) დააწესა დამატებითი პრიზები :

–          საუკეთესო ბლოგერი500 ლარის ღირებულების სამოგზაურო ვაუჩერი (საქართველოს ფარგლებში)

–          დანარჩენ 2 გამარჯვებულ ბლოგერს  –  თითოეულს  გადაეცემა 250 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი

ტურისტული პაკეტის და მოგზაურობის პერიოდის შერჩევა მოხდება ბლოგერებს და ტურისტულ კომპანიას შორის შეთანხმებით.

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი არ უზრუნველყოფს ბლოგერების ტრანსპორტირებისა და ბათუმში ცხოვრების ხარჯებს, მაგრამ სურვილის შემთხვევაში დაეხმარება მათ შეღავათიან ფასად საცხოვრებელი ადგილის პოვნაში.

თუ გსურთ გახდეს   საავტორო კინოს ბათუმის მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის ბლოგერი, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: info@biaff.org; kvachadze.n@gmail.com.  წერილში მიუთითეთ სახელი, გვარი, თქვენი ბლოგის მისამართი, გსურთ თუ არა ბათუმის კინოფესტივალმა აღმოგიჩინოთ დახმარება საცხოვრებელი ადგილის პოვნაში და თქვენი ბათუმში ჩამოსვლის/წასვლის თარიღი.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს საიტებს:

BIAFF ვებ-გვერდი:  www.biaff.org

BIAFF გვერდი ფეისბუქზე:    www.facebook.com/biaffbatumi

BIAFF  ბლოგი:  https://biaffbatumi.wordpress.com