ნათია დემეტრაშვილის ბლოგ პოსტი კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალისა და ბლოგერების ვორქშოფის შესახებ

სიყვარულოვნას ბლოგი

15-ში, დილის 8-საათზე ახალი, ჩქაროსნული მატარებელი მახინჯაურისკენ დაიძრა და ერთი ვაგონი ბლოგერები ბათუმში წავჩანჩალდით. როგორც უწინ აღვნიშნე წელს ბათუმში მეშვიდედ იმართება ბათუმის კინოფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი იყო ორდღიანი ვორქშოფი ბლოგერებისთვის. პირველ დღეს გათვალისწინებული იყო დისკუსია, რომელიც ეხებოდა სოციალურ მედიას და კულტურულ ღონისძიებებს. ვსაუბრობდით, ვმსჯელობდით და განვიხილავდით ყველა იმ ქეისსა და შესაძლო ვარიანტებს, რომლებიც სოც.მედიასა და კულტურულ ღონისძიებების კავშირს ეხებოდა. მეორე დღეს გათვალისწინებული იყო პრეზენტაციები, რომლებიც შეეხებოდა კულტურული ღონისძიებების გაშუქებას სოციალური მედიის საშუალებით ქართული და უცხოური ქეისებით. 15-დან დაახლოებით რვა ბლოგერმა განიხილა საკუთარი გამოცდილებით რომელი კულტურული ღონისძიება გაუშუქებია სოციალური მედიის საშუალებით და რა შედეგისთვის მიუღწევია. მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიაც და პრეზენტაციებიც დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა (ქოფი ბრეიქითურთ) მინდა აღვნიშნო, რომ არც თუ ისე დამღლელი იყო. პირადად ჩემთვის დისკუსიის ნაწილი გაცილებით საინტერესო და იოლად გასაძლებლი აღმოჩნდა.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ დაახლოებით  2 საათი გვქონდა იმისთვის, რომ დაგვესვენა, ზღვაზე წავსულიყავით და გამზდებულიყავით ბიაფის გახსნისთვის.

უკვე მეორე წელია ფილმების ჩვენება კინოთეატრ აპოლოში იმართება. როგორც დღეს გავიგე…

View original post 180 more words

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

16 სექტემბერს, ბათუმში კინოთეატრმა „აპოლომ“ უმასპინძლა საავტორო ფილმების ბათუმის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალს. საზეიმო გახსნის ცერემონიალზე სპეციალური პრიზი გადაეცა რეჟისორ ელდარ შენგელაიას – მსოფლიო კინომატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის.  ასევე ბიაფის დირექციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა ნური ბილგე ჩეილანს (თურქეთი).

ფოტო (c) დათო ტრაპაიძე

17 სექტემბერს გაიმართება საკონკურსო ჩვენებები 12:00 – ისევ მოედანზე – პეტრ ლომი/ნორვეგია/კანადა 14:00 – ვარშავის ბრძოლა – იერჟი ჰოფმანი – პოლონეთი 16:30 – FC1 სიბნელეში – აგნეშკა ჰოლანდი /კანადა გერმანია პოლონეთი 19:30 – FC2 – სახლი კოშკურით – ევა ნეიმანი – უკრაინა
ხოლო 22:30 საათზე გაიმართება რეჟისორ ლეო კარაქსის ფილმის – „ზეციური მანქანები“ (საფრანგეთი/ გერმანია) ჩვენება.

ლეო კარაქსმა ფილმზე მუშაობა 2011 წლის დეკემბერში დაასრულა. „ზეციური მანქანები“ ცნობილი ფრანგი რეჟისორის ბოლო ნამუშევარია უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში. ფილმმა განსაკუთრებული მოწონება კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიმსახურა. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის სტუმრებს „ზეციური მანქანების“ ხილვა 17 სექტემბერს 22:30 საათზე შეეძლება. ჩვენება გაიმართება კინოთეატრ აპოლოში.

ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე მოქმედების ბილეთების წინასწარი დაჯავშნის პროგრამა

გაცნობებთ რომ მოქმედებს ბილეთების დაჯავშნის წინასწარი პროგრამა. კინოსეანსებზე დასწრება უფასოა, მაგრამ კინოჩვენებაზე დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარ უფასო ბილეთების (რაც კონტროლის და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება კინოთეატრ “აპოლო”-ში.

შესაძლებელია ასევე ცალკეულ კინოჩვენებებზე ადგილების დაჯავშნა ინტერნეტით. ამისათვის საჭიროა გადახივდეთ შემდეგ ბმუბლზე: ბილეთების დაჯავშნა

დღეების მიხედვით მონიშნეთ სასურველი კინოსეანსი (კინოსეანსები ჩამოწერილია დღეების და საათების მიხედვით), ჩაწერეთ თქვენი სახელი, ტელეფონი, ელ.ფოსტა და დააჭირეთ ფორმის ბოლოს “SUBMIT” ღილაკს. ის თუ რა ფილმი გადის კოკრეტულ დღეს და კონკრეტულ სეანსზე შეგიძლიათ იხილოთ პროგრამაში.