ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის (BIAFF) ინსტიტუციონალური განვითარების პროექტის პრეზენტაცია

ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“ / ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) გიწვევთ ახალი პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება 23 თებერვალს, 13.30-ზე სადისკუსიო კლუბ „პრეს-კაფეში“.

პროექტი დაფინანსებულია „ღია საზოგადოება საქართველო“/OSI Foundation-ის მიერ, ხელოვნების და კულტურის ქსელური პროგრამის ფარგლებში. მის ძირითად ფოკუსს წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ინსტიტუციონალური გაძლიერება, სხვადასხვა ტიპის ტრენინგების, ვორქშოფების, შეხვედრების, საზაფხულო კინოსკოლის ორგანიზება და კინოხელოვნების პოპულარიზაცია.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ და BIAFF (ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი)-ის 2012 წლის გეგმების და სიახლეების შესახებ. დაინტერესებულ პირებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში ჩართულობის შესაძლებლობასა და პირობებზე.

მისამართი: მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 2-1 (ყინულის სასახლის წინ)

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 599-482181, 597-998272, ელ. ფოსტა: marketing@biaff.org

http://www.biaff.org; http://www.biaffbatumi.wordpress.com, http://www.facebook.com/biaffbatumi,  www.twitter.com/biaffbatumi, http://www.youtube.com/biaffbatumi

Advertisements