ბათუმში კინოჩვენებებისთვის ალტერნატიული სივრცეების შექმნა

 

 

ქ. ბათუმში  ამ ეტაპზე ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი კომერციული კინოთეატრი « აპოლო ». ალტერნატიული სივრცეების ნაკლებობა მნიშნველოვან პრობლემას წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის (BIAFF) და ასევე ქალაქის მოსახლეობაც მოკლებულია დიდ ეკრანზე არაკომერციული კინოფილმების ნახვის შესაძლებლობას.

ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია კინოჩვენებებისთვის ალტერნატიული სივრცეების მოწყობით, რისთვისაც ბათუმის კინოფესტივალის (BIAFF)  მენეჯემენტის ინიციატივით შემუშავდა პროექტი, რომელიც წარედგინა ქ. ბათუმის მერიას და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დაფინანსებისთვის.

პროექტი ითვალისწინებს შემდეგს:

  1. ბათუმში „ღია ცისქვეში კინოჩვენებებისთვის“ საჭირო დიდი ეკრანის (12 მ. X 8 მ.) და აუდიო-ვიზუალური ტექნიკის შეძენას – პროექტი წარედგინა ქ. ბათუმის მერიას
  2. ათუმის თოჯინების თეატრისთვის ეკრანის და ციფრული (მაღალი ხარისხის) პროექტორის შეძენა – პროექტი წარედგინა აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს. ამ პროექტით ფაქტიურად მოგვარდება მუნიციპალური კინოთეატრის არარსებობის პრობლემა.

 

ბათუმის კინოფესტივალის (BIAFF)  მენეჯემენტის მიზანია ამ პროექტების მხარდაჭერისთვის მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. ამისთვის გათავალისწინებულია შემდეგი – სოციალური მედიის მეშვეობით აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ჩართულობის სტიმულრება. ამ ეტაპზე დაწყებულია შემდეგი აქტივობები:

  1. ონლაინ პეტიცია – დაწყებულია ხელმოწრების მოგროვება და შესაბამისად ყველა კინომოყვარულს ვინც ეთანხმება ამ ინიციატივას, შეუძლია დააფიქსიროს თავისი მხარდაჭერა შემდეგ ბმულზე (პეტიციის ონლაინ ფორმა):
  1.  ფოტო და ვიდეო-მიმართვები პროექტის მხარდასაჭერად – სამოქალაქო ჩართულობის გააქტიურებისთვის, ვიწყებთ ფოტო/ვიდეო მიმართვების მიღებას რაც გულისხმობს შემდეგს:
  • ვიდეო-მიმართვა – ვინც ეთანხმება აღნიშნულ ინიციატივას შეუძლია ჩაწეროს 10-20 წმ.-იანი ვიდეორგოლი (სმარტფონითაც შეიძლება მარტივად ამის გაკეთება), სადაც ამბობს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ალტერნატიული კინოსივრცეები ბათუმისთვის და ა.შ. ვიდეორგოლი შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი როგორც უბრალოდ მიმართვის (ტექსტი), ასევე არტის სახით.
  • ფოტო – შეიძლება გადაიღოთ ფოტო წარწერით „ბათუმს სჭირდება კინო” ან “მეტი კინო ბათუმში” ან რაიმე მსგავსი, რომელიც ხელში უჭირავს მონაწილეს.

 

 

როგორც მოგვაწდოთ ფოტო და ვიდეო-რგოლები:

 

  • ფოტო – გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტით biaffbatumi@gmail.com . ფოტო აიტვირთება კინოფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე (facebook.com/biaffbatumi) შექმნილ ცალკე ფოტო ალბომში .
  • ვიდეო რგოლი – შესაძლებელია აიტვირთოს youtube-ზე და მოგვაწოდოთ ბმული, ან თუ ფაილი მცირე მოცულობისაა გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტითაც – biaffbatumi@gmail.com; გამოგზავნილი ვიდეო-რგოლები დაიდება ჩვენს ოფიციალურ youtube არხზე (youtube.com/biaffbatumi).

 

ფოტო და ვიდეო-რგოლები შეიძლება მონაწილეებმა გააზიარონ თავიანთ ფეისბუქ გვერდებზე და მიუთითონ ჰეშტეგები – #კინობათუმს #CinemaToBatumi

 

 

 

 

პროექტის დადებითი შედეგები:

  • BIAFF ბათუმის კინოფესტივალის ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება – კინოფესტივალის ფარგლებში (სექტემბერი) ყოველწლიურად იქნება შესაძლებელი საღამოობით ფილმების გაშვება ერას მოედანზე, რაც ფესტივალის აუდიტორიას კიდევ უფრო გაზრდის და ბათუმის მაცხოვრებლების და სტუმრებისთვის იქნება ძალიან კარგი საჩუქარი.
  • კინოჩვენებებისთვის ალტერნატიული სივრცე/საშუალება – ქალაქს საკუთრებაში ექნება აღნიშნული ეკრანი და გამშვები აპარატურა, რომელის გამოყენებაც მთელი ზაფხულის (და არამარტო) განმავლობაშია შესაძლებელი – საჭირო იქნება მხოლოდ მცირე ხარჯები (გამშვების ჰონორარი და ა.შ.). ფილმებით მომარაგებაზე ბათუმის კინოფესტივალი იზრუნებს.   მაგ: ბათუმის მერიას შეუძლია ზაფხულში კვირის უმეტეს დღეებში ან შაბათ-კვირას ორგანიზება გაუკეთოს ღია კინოჩვენებებს – ეს დამატებით ატრაქცია იქნება ტურისტებისთვის, და ასეე ძალიან კარგი საჩუქარი ბათუმის მაცხოვრებლებისთვისაც

მსგავსი კინოჩვენებების ხარჯები შესაძლებელია თავის თავზე აიღოს რომელიმე კერძო კომპანიამაც (სარეკლამო პაკეტის სანაცვლოდ – მათი სარეკლამო ვიდეო-რგოლები გავა ფილმის წინ, სარეკლამო ბანერები დაიდგმება და ა.შ.).

  • ალტერნატიული სივრცე არა-კომერციული კინოს პოპულარიზაციისთვის – კინომოყვარულები მოკლებული არიან დიდ ეკრანზე მაღალმხატვრული ღირებულების, არაკომერციული ფილმების ნახვის შესაძლებლობას. აღნიშნული პროექტი გარკვეული დოზით მოაგვარებს ამ პრობლემას – კინოჩვენებებისთვის გაჩნდება ალტერნატიული სივრცე სადაც შესაძლებელი იქნება პერიოდულად კინოჩვენებების გამართვა რაც ხელს შეუწყობს:
    • ქართული კინოს პოპულარიზაცია – კომერციულ კინოთეატრებში ვერ ხდება ქართული ფილმების ჩვენება, შესაბამისად ახალი თაობაც ნაკლებად იცნობს ქართულ კინოს.
    • არტ-ჰაუს / არაკომერციული კინოს პოპულარიზაცია – სხვადასხვა საელჩოებთან და ორგანზიაციებთან თანამშრომლობით (ამ კუთხით ბათუმის კინოფესტივალს საკმაოდ კარგი კონტაქტები აქვს) კინოკლასიკის თუ ახალი არტ-ჰაუს ფილმების ჩვენება. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს – აუდიტორიის განვითარებას, ახალგაზრდებისთვის (და არა მარტო) მაღალმხატვრული ღირებულების ფილმზე დასწრების შესაძლებლობას და ა.შ.
  • კინოჩვენებების ორგანიზება ქალაქის სხვადასხვა უბნებში – ეს მნიშნელოვანი სოციალურ-კულტურული დანიშნულების აქტივობა იქნება მერიის მხრიდან.
  • “კინო ბავშვებისთვის” – შესაძლებელი იქნება პერიოდულად შესაბამისი ფილმების / ანიმაციის ჩვენება. ეს ერთი მხრივ ხელს შეუწყობს კინოთი დაინტერესებას და ასევე გარკვეულწილად სოციალური პროექტი იქნება
  • სოციალური დანიშნულება – ღია კინოჩვენებების დროს მოსახლეობას საშუალება ექნება დიდ ეკრანზე იხილოს ფილმები უფასოდ. ამ ეტაპზე ძალიან ბევრი მოკლებულია ამ შესაძლებლობას
  • გარდა ბათუმის კინოფესტივალისა – ნებისმიერ სხვა ღონისძიების ორგანიზატორებსაც შეეძლებათ გამოიყენონ ეს ეკრანი/პროექტორი

 

მედია გაშუქება პროექტის შესახებ:

http://1tv.ge/ge/news/view/120714.html – სიუჟეტი საზოგადოებრივ არხზე

http://ajaratv.ge/ge/news/society/altranatiuli-sivrtse-kinochvenebistvis-proeqtis-prezentatsia/108154 – სიუჟეტი აჭარის ტელევიზიაზე

https://www.myvideo.ge/tv/adjara&seekTime=22-03-2016%2019:16 – აჭარის ტელვიზიის გადაცემა “არტეოგრამაში” (#BIAFF კინოფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი, აჭარის უმაღლესი საბჭოს კულტურის კომისიის თავჯდომარე გია მასალკინი და აჭარის კულტურის, განათლების და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე)

 

ბათუმის საერთაშორისოკინოფესტივალი BIAFF აცხადებსკონკურსსბლოგერებისთვის

ბათუმის საერთაშორისოკინოფესტივალი BIAFF  აცხადებსკონკურსსბლოგერებისთვის

 

ბათუმისსაავტოროფილმებისმე-9საერთაშორისოკინოფესტივალი ტარდება  2014წლის 14-21 სექტემბერს. ბათუმისსაერთაშორისოკინოფესტივალი 2006 წელსდაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმისხელოვანთასახლი“არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმისმერია.

 

კინოფესტივალისფარგლებში BIAFF  აცხადებსკონკურსსბლოგერებისთვის, რომელიცუკვემეოთხეწელიარაცტარდება.

 

კონკურსშიმონაწილოებისპირობა – კონკურსშიმონაწილებისთვისსაჭიროა:

 

–          კონკურსანტსუნდაჰქონდესაქტიურიბლოგიდაბლოგერობისგარკვეულიგამოცდილება

–          რეგისტრაცია – უნდადარეგისტრირდესწინასწარროგორცკონკურსისმონაწილე. რეგისტრაციახდებაძალიანმარტივად  სარეგისტრაციოფორმის (http://goo.gl/cxAMX) შევსებით.  ცხადიაკონკურსშიმონაწილებლოგერებსუნდაშეეძლოთკინოფესტივალისპერიოდშიბათუმშიყოფნადაკინოფესტივალზედასწრება.

–          ბლოგზეკინოფესტივალისბანერისგანთავსება (საიტზეგადასასვლელიბმულით)

–          კინოფესტივალამდე 1 ბლოგპოსტისგაკეთება

–          კინოფესტივალისმსვლელობისასარსებულისიახლეებისგაზიარებასოციალურიქსელებისმეშვეობით

 

 

რეგისტრაციისვადა – ბლოგერებმარეგისტრაციაუნდაგაიარონ25  აგვისტომდე.

 

 

რასსთავაზობსფესტივალი მონაწილეებს – ბლოგერებისკონკურსშიმონაწილებლოგერებსკინოფესტივალისთავაზობსშემდეგს:

–          აკრედიტაციასრაცსაშუალებასმისცემსდაესწრონფესტივალისმსვლელობისასდაგეგმილნებისმიერკინოჩვენებას

–          ბლოგერებსფესტივალისმსვლელობისასექნებათსაშუალებადაესწრონყველაპრესკონფერენციასადამასტერკლასს, ჩაწერონ ფესტივალისჟიური, სტუმრებიდაფესტივალისორგანიზატორები

–          ყველაბლოგერსგადაეცემაბეჯისადაცაღნიშნულიიქნებაბლოგერისსახელიგვარიბლოგისმისამართი

–          ბლოგერებსსაშუალებაექნებათდაესწრონკინოფესტივალისგახსნისდადახურვისცერემონიას, რომელიცლიმიტირებულიადამოსაწვევებითხდება

–          ყველაბლოგერსმაისურიფესტივალისლოგოთიდაფესტივალისკატალოგი

 

ბლოგერებისკონკურსისპრიზები  გათვალისწინებულიაშემდეგიპრიზები:

 

–          BIAFF პრიზი – 3 ბლოგერირომელიცყველაზეინტენსიურადდასაინტერესოდგააშუქებსფესტივალს, მომავალწელსბათუმისსაავტოროკინოფესტივალისექსკლუზიურიბლოგერისსტატუსითისარგებლებს დასამივებლოგერისტრანსპორტირებას, ბათუმშისაცხოვრებელიადგლისადაცხოვრებისხარჯებსკინოფესტივალიდაფარავს. ასევეისენიმოწვეულნიიქნებიანკინოფესტივალისგახსნისადადახურვისცერემონიასადაბანკეტზე.

–          სასტუმრო რჩეული ვილას ქსელისპრიზი  – გამარჯვებულ 3 საუკეთსობლოგერსგადაეცემა  2 დღიანი, ორკაციანივაუჩერისასტუმრო„რჩეულვილას“რომელიმესასტუმროში  (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, სიღნაღი) დასვენებისთვის

–          კინოფესტივალისპარტნიორიტურკომპანიისპრიზი  3 ბლოგერსგადასცემს 2-3 დღიანსამოგზაუროვაუჩერს (საქართველოსფარგლებში

 

 

საკონტაქტოინფორმაცია

ზვიადიელიზიანი (ფესტივალისმენეჯერი) – ელ.ფოსტა: press@biaff.org, მობ: 574 482 181

 

 

კინოფესტივალისსპონსორებისაქართველოს ეროვნული კინოცენტრი,ბათუმისსაერთაშორისო საკონტეინეროტერმინალი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“

კინოფესტივალის მხარდამჭერები –კინოთეატრი „აპოლო“,  პოლონეთისფილმებისინსტიტუტი, British Council, სასტუმრო „ვანილა“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“,

კინოფესტივალის მედია პარტნიორები – რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  აჭარის ტელევიზია,  გაზეთი – „ჯორჯია თუდეი“, FILM PRINT ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – „ინტერპრესნიუსი“ (www.ipn.ge), newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com)

 

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ –press@biaff.org;  ტელ: 574-482181б 597-998272

 

BIAFF 2013 – MICROSCHOOL INTERNATIONAL GEORGIA-ს ტრენინგებში მონაწილე ქართული პროექტების შერჩევა დასრულდა

BIAFF 2013 –  MICROSCHOOL INTERNATIONAL GEORGIA-ტრენინგებში მონაწილე ქართული პროექტების შერჩევა დასრულდა

 

 

MICROSCHOOL INTERNATIONAL GEORGIA-ს ტრენინგებში მონაწილებისთვის, რომელიც გაიმართება  ბათუმის კინოფესტივალზე სექტემებერში, საერთაშორისო ექსპერტთა კომისიამ შეარჩია  5 პროექტი:

 

1) „სხვისი სახლი“ – პროდიუსერი ზურაბ მაღალაშვილი, სცენარის ავტორი, რეჟისორი -რუსუდან გლურჯიძე;

2) „ინტერვალი“ – პროდიუსერები: ნინო ჯინჭარაძე, ნიკა გუგუშვილი, სცენარისტი – ვაკო კირკიტაძე;

3) „ძილის გაკვეთილები“ – პროდიუსერი რუსუდან პირველი; სცენარისტები: ალექსანდრე ჩხაიძე, რუსუდან პირველი;

4) „ცივი ჰაერის სიმხურვალე“ – პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა, სცენარისტები: ირაკლი სოლომანაშვილი, ბესო სალომანაშვილი

5) „ხვალ“ – პროდიუსერი, სცენარისტი ქეთი მაჭავარიანი; სცენარისტი ნესტან კვინიკაძე.

 

პროგრამას აფინანსებს დიდი ბრიტანეთის საბჭო. ეს საპილოტე პროგრამა ხორციელდება Film London-ის მიერ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან (GNFC) და ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალთან პარტნიორობით.

მოცემული პროგრამა მოიცავს ინტენსიურ სამდღიან ტრეინინგს კინემატოგრაფისტთა ჯგუფებისთვის და მიზნად ისახავს პროექტების განვითარებას. Microschool International–ის ბაზა არის Film London–ის Microwave’s Microschool, ტრეინინგში მონაწილეობა ხდება შერჩევის საფუძველზე. Microschool შედგება სემინარების, მასტერ–კლასების და ინდივიდუალური სესიებისგან. ყურადღება გამახვილებულია ცალკეული პროექტების განვითარებაზე და ფილმების შექმნაზე მცირე ბიუჯეტით.

 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი  ტარდება  2013 წლის 15-22 სექტემბერს.  ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

 

კინოფესტივალის სპონსორებისაქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“,

კინოფესტივალის მხარდამჭერები –  პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, სასტუმრო „რჩეული ვილა“, “ჰოსტელი ანრი“, „HQ პროპაგანდა“,  „პერიტუს გრუპი“, კავკასიის უნივერსიტეტი, „სინგულარ ჯგუფი“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, კინოთეატრი „აპოლო“, „ივერია ბიჩ კაფე“ (ბათუმი)

კინოფესტივალის  მედია პარტნიორები – რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  პალიტრა მედია, აჭარის ტელევიზია,  არტარეა (Artarea TV),  პალიტრა ტვ, ჟურნალი „რეიტინგი“, „ბომონდი“, „თბილისი OUT” გაზეთი – „ჯორჯია თუდეი“, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – „ინტერპრესნიუსი“ (www.ipn.ge), newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com)

 

საკონტაქტო ინფორმაცია –   ტელ: 599-482181, marketing@biaff.org

 

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi

 

 

BIAFF სატამბულის კინოფესტივალზე

 

BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტი 10-15 აპრილს ესწრებოდა სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალს. ვიზიტის დროს ორგანიზაებული იქნა შეხვედრები თურქ კინორეჟისორებთან, პროდიუსერებთან და სტამბულის ფესტივალის მენეჯმენტთან. ასევე შერჩეული იქნა რამდენიმე თურქული ფილმი ბათუმის კინოფესტივალის 2013 წ. პროგრამისთვის.

სტამბულის კინოფესტივალის მენეჯმენტთან და კინოფესტივალის ინდუსტრიული ნაწილის კოორდინატორთან შეხვედრის შედეგად დაიგეგმა ბათუმის კინოფესტივალზე, ინდუსტრიული  ნაწილის ფარგლებში თურქულ-ქართული შეხვედრის ორგანიზება.  აღნიშნული შეხვედრას დაესწრება სტამბულის კინოფესტივალის და ფრანგული ინსტიტუტის (რეგიონალური წარმომადგენლობა) წარმომადგენლები, ქართველი და თური რეჟისორები და პროდისურები. ღონისძიების მიზანია ორ ქვეყანას შორის კინოს სფეროში კო-პროდუქციის შესაძლებლობების შესწავლა და ქართველ და თურქ კინორეჟისორებს/პროდიუსრებს შორის თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა.

ნათია დემეტრაშვილის ბლოგ პოსტი კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალისა და ბლოგერების ვორქშოფის შესახებ

სიყვარულოვნას ბლოგი

15-ში, დილის 8-საათზე ახალი, ჩქაროსნული მატარებელი მახინჯაურისკენ დაიძრა და ერთი ვაგონი ბლოგერები ბათუმში წავჩანჩალდით. როგორც უწინ აღვნიშნე წელს ბათუმში მეშვიდედ იმართება ბათუმის კინოფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი იყო ორდღიანი ვორქშოფი ბლოგერებისთვის. პირველ დღეს გათვალისწინებული იყო დისკუსია, რომელიც ეხებოდა სოციალურ მედიას და კულტურულ ღონისძიებებს. ვსაუბრობდით, ვმსჯელობდით და განვიხილავდით ყველა იმ ქეისსა და შესაძლო ვარიანტებს, რომლებიც სოც.მედიასა და კულტურულ ღონისძიებების კავშირს ეხებოდა. მეორე დღეს გათვალისწინებული იყო პრეზენტაციები, რომლებიც შეეხებოდა კულტურული ღონისძიებების გაშუქებას სოციალური მედიის საშუალებით ქართული და უცხოური ქეისებით. 15-დან დაახლოებით რვა ბლოგერმა განიხილა საკუთარი გამოცდილებით რომელი კულტურული ღონისძიება გაუშუქებია სოციალური მედიის საშუალებით და რა შედეგისთვის მიუღწევია. მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიაც და პრეზენტაციებიც დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა (ქოფი ბრეიქითურთ) მინდა აღვნიშნო, რომ არც თუ ისე დამღლელი იყო. პირადად ჩემთვის დისკუსიის ნაწილი გაცილებით საინტერესო და იოლად გასაძლებლი აღმოჩნდა.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ დაახლოებით  2 საათი გვქონდა იმისთვის, რომ დაგვესვენა, ზღვაზე წავსულიყავით და გამზდებულიყავით ბიაფის გახსნისთვის.

უკვე მეორე წელია ფილმების ჩვენება კინოთეატრ აპოლოში იმართება. როგორც დღეს გავიგე…

View original post 180 more words

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

16 სექტემბერს, ბათუმში კინოთეატრმა „აპოლომ“ უმასპინძლა საავტორო ფილმების ბათუმის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალს. საზეიმო გახსნის ცერემონიალზე სპეციალური პრიზი გადაეცა რეჟისორ ელდარ შენგელაიას – მსოფლიო კინომატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის.  ასევე ბიაფის დირექციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა ნური ბილგე ჩეილანს (თურქეთი).

ფოტო (c) დათო ტრაპაიძე

17 სექტემბერს გაიმართება საკონკურსო ჩვენებები 12:00 – ისევ მოედანზე – პეტრ ლომი/ნორვეგია/კანადა 14:00 – ვარშავის ბრძოლა – იერჟი ჰოფმანი – პოლონეთი 16:30 – FC1 სიბნელეში – აგნეშკა ჰოლანდი /კანადა გერმანია პოლონეთი 19:30 – FC2 – სახლი კოშკურით – ევა ნეიმანი – უკრაინა
ხოლო 22:30 საათზე გაიმართება რეჟისორ ლეო კარაქსის ფილმის – „ზეციური მანქანები“ (საფრანგეთი/ გერმანია) ჩვენება.

ლეო კარაქსმა ფილმზე მუშაობა 2011 წლის დეკემბერში დაასრულა. „ზეციური მანქანები“ ცნობილი ფრანგი რეჟისორის ბოლო ნამუშევარია უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში. ფილმმა განსაკუთრებული მოწონება კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიმსახურა. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის სტუმრებს „ზეციური მანქანების“ ხილვა 17 სექტემბერს 22:30 საათზე შეეძლება. ჩვენება გაიმართება კინოთეატრ აპოლოში.

ბლოგერი Kate_AlukaЯD გვიზიარებს საკუთარ მოლოდინს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის შესახებ.

აზრების ბოლში გახვეული სიგარეტები

ბათუმში არასოდეს ვყოფილვარ და საერთოდ დიდად ზღვაც არ მიყვარს. სიცხე, ხმაური, უაზრო მუსიკა ყველგან ჩართული. თუმცა ზღვას რას ვერჩი ალბათ უფრო ზაფხულის ის პერიოდი არ მიყვარს ზღვაზე რომ უნდა წახვიდე, აი მაგალითად სიამოვნებით დავისვენებდი ზღვაზე ზამთარში. ^^

ხშირად მსმენია, რომ ბათუმი არის ძალიან საყვარელი, პატარა, ლამაზი ქალაქი, პორტი, გემები. ძალიან პატარა ვიყავი როცა პირველად ვნახე ზღვა და ის შთაბეჭდილებები ახლაც გულს მიფართხალებს : )))))  ორიოდე საათი ბათუმშიც ვიყავით ჩასულები რატომღაც, მაგრამ საერთოდ წაშლილი მაქვს მეხსიერებიდან ეგ მომენტი, მახსოვს თეთრი გემის კიჩოს ნაგლეჯი, სულ ესაა.

ერთ კვირაში რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად მივდივარ ზღვაზე ჩემი ნებით და დაქალები არ მიმათრევენ ძალით.. თან უბრალოდ კი არ მივდივარ, მივდივარ კინოფესტივალზე და ბევრ მეგობართან ერთად :>

რაც ანა შარშან ჩამოვიდა კინოფესტივალიდან და რაც იმ პერიოდში მათ პოსტებს ვადევნებდი თვალს, მას მერე წლის გასვლას ველოდებოდი. ფილმები ძალიან მიყვარს ❥  შეიძლება ითქვას რომ ფაქტობრივად ფილმებში ვცხოვრობ არ არსებობს დღე ფილმის ყურების გარეშე :დ ერთადერთი რამეა რაც რეალობისგან მწყვეტს ❥…

View original post 117 more words