KINO FUTURES ვორქშოფი დოკუმენტურ კინემატოგრაფიაში: BIAFF საქართველო

     KINO FUTURES ვორქშოფი დოკუმენტურ კინემატოგრაფიაში:  BIAFF საქართველო

POSTCODE FILMS და BIAFF კინოფესტივალი იწყებს ერთობლივ პროექტს  KINO FUTURES, რომელიც ხორციელდება „ბრიტანეთის საბჭოს“ მხარდაჭერით და მიზნად ისახავს  ახალგაზრდა კინემატოგრაფების ტალანტების აღმოჩენასა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.  ასევე პროექტის ფარგლებში მოხდება „ღია ბარათი“-ის ტიპის  ფილმების სერიის შექმნა, რომლებიც რეგიონებში და საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდება  და ესტაფეტის სახით გაგრძელდება.

პროექტი დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბერში და ჩატარდება ბათუმის საერთაშორისო   კინოფესტივალის მიმდინარეობისას. სემინარებს  POSTCODE FILMS-ის ტრენერები: ელხუმ   შაკერიფარდი და ედ ოულსი ჩაატარებენ. პროექტი ასევე მოიცავს მასტერ-კლასებსა ცნობილი ბრიტანელი კინორეჟისორის შონ მაკალისტერის მიერ.

ჩვენ ვიმუშავებთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებაზე სამ ჯგუფთან ერთად მთელი კვირის მანძილზე. თითოეული ჯგუფი შედგება 4 ადამიანისგან, რომლებიც ჩართული იქნებიან გადაღებებში,  ასევე ისარგებლებენ ტრენერების რჩევებით  საკითხებში, როგორიცაა მონტაჟი, პიტჩინგი (PITCHING) და პროდიუსინგი.

Continue reading

Advertisements