BIAFF   საზაფხულო კინოსკოლა

 

ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“ BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში იწყებს ახალ პროექტს – BIAFF საზაფხულო კინოსკოლა, რომლის მიზანია კინოგანათლების ხელშეწყობა საქართველოში და ახალგაზრდა კინორეჟისორების პროფესიული უნარ-ჩვევბის ამაღლება.

მხარდამჭერები  –  ფონდი  „ღია საზოგადოება საქართველო“,  აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო

პარტნიორები ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი; შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

ინფორმაცია BIAFF საზაფხულო კინოსკოლაზე

–      ჩატარების ადგილი და პერიოდი – ქ. ბათუმი; 27 ივლისი- 5 აგვისტო, 2012 წ.

–      2012 საზაფხულო კინოსკოლის თემატიკა –   სცენარის განვითარება“

–      ტრენინგის განრიგი /ხანგძლივობა – 9 დღე ; დღის განმავლობაში   4.5-5  სთ.-იანი  ტრენინგი

–      ტრენერი ინგლისიდან –  პოლ კრონინი / Paul Cronin   (ლონდონის კინოსკოლა). ინფორმაცია ტრენერზე/ტრენინგზე- http://www.lfs.org.uk/courses/workshops/directing/wsdir03/index.php

–      მიზნობრივი ჯგუფი – ახალგაზრდა ქართველი (და კავკასიელი) რეჟისორები, სცენარტისტები. ასაკობრივი ლიმიტი – 19-30 წ.

–      მონაწილეთა რაოდენობა – 20-22  მონაწილე, აქედან – 2-2 მონაწილე  აზერბაიჯანი/სომხეთი,  5 – ბათუმი, 11-12 თბილისი

–      ტრენინგის სამუშაო ენა – ინგლისური, თუმცა უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანიც.

  Continue reading