BIAFF 2013 – MICROSCHOOL INTERNATIONAL GEORGIA-ს ტრენინგებში მონაწილე ქართული პროექტების შერჩევა დასრულდა

BIAFF 2013 –  MICROSCHOOL INTERNATIONAL GEORGIA-ტრენინგებში მონაწილე ქართული პროექტების შერჩევა დასრულდა

 

 

MICROSCHOOL INTERNATIONAL GEORGIA-ს ტრენინგებში მონაწილებისთვის, რომელიც გაიმართება  ბათუმის კინოფესტივალზე სექტემებერში, საერთაშორისო ექსპერტთა კომისიამ შეარჩია  5 პროექტი:

 

1) „სხვისი სახლი“ – პროდიუსერი ზურაბ მაღალაშვილი, სცენარის ავტორი, რეჟისორი -რუსუდან გლურჯიძე;

2) „ინტერვალი“ – პროდიუსერები: ნინო ჯინჭარაძე, ნიკა გუგუშვილი, სცენარისტი – ვაკო კირკიტაძე;

3) „ძილის გაკვეთილები“ – პროდიუსერი რუსუდან პირველი; სცენარისტები: ალექსანდრე ჩხაიძე, რუსუდან პირველი;

4) „ცივი ჰაერის სიმხურვალე“ – პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა, სცენარისტები: ირაკლი სოლომანაშვილი, ბესო სალომანაშვილი

5) „ხვალ“ – პროდიუსერი, სცენარისტი ქეთი მაჭავარიანი; სცენარისტი ნესტან კვინიკაძე.

 

პროგრამას აფინანსებს დიდი ბრიტანეთის საბჭო. ეს საპილოტე პროგრამა ხორციელდება Film London-ის მიერ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან (GNFC) და ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალთან პარტნიორობით.

მოცემული პროგრამა მოიცავს ინტენსიურ სამდღიან ტრეინინგს კინემატოგრაფისტთა ჯგუფებისთვის და მიზნად ისახავს პროექტების განვითარებას. Microschool International–ის ბაზა არის Film London–ის Microwave’s Microschool, ტრეინინგში მონაწილეობა ხდება შერჩევის საფუძველზე. Microschool შედგება სემინარების, მასტერ–კლასების და ინდივიდუალური სესიებისგან. ყურადღება გამახვილებულია ცალკეული პროექტების განვითარებაზე და ფილმების შექმნაზე მცირე ბიუჯეტით.

 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი  ტარდება  2013 წლის 15-22 სექტემბერს.  ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

 

კინოფესტივალის სპონსორებისაქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“,

კინოფესტივალის მხარდამჭერები –  პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, სასტუმრო „რჩეული ვილა“, “ჰოსტელი ანრი“, „HQ პროპაგანდა“,  „პერიტუს გრუპი“, კავკასიის უნივერსიტეტი, „სინგულარ ჯგუფი“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, კინოთეატრი „აპოლო“, „ივერია ბიჩ კაფე“ (ბათუმი)

კინოფესტივალის  მედია პარტნიორები – რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  პალიტრა მედია, აჭარის ტელევიზია,  არტარეა (Artarea TV),  პალიტრა ტვ, ჟურნალი „რეიტინგი“, „ბომონდი“, „თბილისი OUT” გაზეთი – „ჯორჯია თუდეი“, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – „ინტერპრესნიუსი“ (www.ipn.ge), newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com)

 

საკონტაქტო ინფორმაცია –   ტელ: 599-482181, marketing@biaff.org

 

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi