ბათუმში კინოჩვენებებისთვის ალტერნატიული სივრცეების შექმნა

 

 

ქ. ბათუმში  ამ ეტაპზე ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი კომერციული კინოთეატრი « აპოლო ». ალტერნატიული სივრცეების ნაკლებობა მნიშნველოვან პრობლემას წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის (BIAFF) და ასევე ქალაქის მოსახლეობაც მოკლებულია დიდ ეკრანზე არაკომერციული კინოფილმების ნახვის შესაძლებლობას.

ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია კინოჩვენებებისთვის ალტერნატიული სივრცეების მოწყობით, რისთვისაც ბათუმის კინოფესტივალის (BIAFF)  მენეჯემენტის ინიციატივით შემუშავდა პროექტი, რომელიც წარედგინა ქ. ბათუმის მერიას და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დაფინანსებისთვის.

პროექტი ითვალისწინებს შემდეგს:

  1. ბათუმში „ღია ცისქვეში კინოჩვენებებისთვის“ საჭირო დიდი ეკრანის (12 მ. X 8 მ.) და აუდიო-ვიზუალური ტექნიკის შეძენას – პროექტი წარედგინა ქ. ბათუმის მერიას
  2. ათუმის თოჯინების თეატრისთვის ეკრანის და ციფრული (მაღალი ხარისხის) პროექტორის შეძენა – პროექტი წარედგინა აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს. ამ პროექტით ფაქტიურად მოგვარდება მუნიციპალური კინოთეატრის არარსებობის პრობლემა.

 

ბათუმის კინოფესტივალის (BIAFF)  მენეჯემენტის მიზანია ამ პროექტების მხარდაჭერისთვის მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. ამისთვის გათავალისწინებულია შემდეგი – სოციალური მედიის მეშვეობით აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ჩართულობის სტიმულრება. ამ ეტაპზე დაწყებულია შემდეგი აქტივობები:

  1. ონლაინ პეტიცია – დაწყებულია ხელმოწრების მოგროვება და შესაბამისად ყველა კინომოყვარულს ვინც ეთანხმება ამ ინიციატივას, შეუძლია დააფიქსიროს თავისი მხარდაჭერა შემდეგ ბმულზე (პეტიციის ონლაინ ფორმა):
  1.  ფოტო და ვიდეო-მიმართვები პროექტის მხარდასაჭერად – სამოქალაქო ჩართულობის გააქტიურებისთვის, ვიწყებთ ფოტო/ვიდეო მიმართვების მიღებას რაც გულისხმობს შემდეგს:
  • ვიდეო-მიმართვა – ვინც ეთანხმება აღნიშნულ ინიციატივას შეუძლია ჩაწეროს 10-20 წმ.-იანი ვიდეორგოლი (სმარტფონითაც შეიძლება მარტივად ამის გაკეთება), სადაც ამბობს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ალტერნატიული კინოსივრცეები ბათუმისთვის და ა.შ. ვიდეორგოლი შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი როგორც უბრალოდ მიმართვის (ტექსტი), ასევე არტის სახით.
  • ფოტო – შეიძლება გადაიღოთ ფოტო წარწერით „ბათუმს სჭირდება კინო” ან “მეტი კინო ბათუმში” ან რაიმე მსგავსი, რომელიც ხელში უჭირავს მონაწილეს.

 

 

როგორც მოგვაწდოთ ფოტო და ვიდეო-რგოლები:

 

  • ფოტო – გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტით biaffbatumi@gmail.com . ფოტო აიტვირთება კინოფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე (facebook.com/biaffbatumi) შექმნილ ცალკე ფოტო ალბომში .
  • ვიდეო რგოლი – შესაძლებელია აიტვირთოს youtube-ზე და მოგვაწოდოთ ბმული, ან თუ ფაილი მცირე მოცულობისაა გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტითაც – biaffbatumi@gmail.com; გამოგზავნილი ვიდეო-რგოლები დაიდება ჩვენს ოფიციალურ youtube არხზე (youtube.com/biaffbatumi).

 

ფოტო და ვიდეო-რგოლები შეიძლება მონაწილეებმა გააზიარონ თავიანთ ფეისბუქ გვერდებზე და მიუთითონ ჰეშტეგები – #კინობათუმს #CinemaToBatumi

 

 

 

 

პროექტის დადებითი შედეგები:

  • BIAFF ბათუმის კინოფესტივალის ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება – კინოფესტივალის ფარგლებში (სექტემბერი) ყოველწლიურად იქნება შესაძლებელი საღამოობით ფილმების გაშვება ერას მოედანზე, რაც ფესტივალის აუდიტორიას კიდევ უფრო გაზრდის და ბათუმის მაცხოვრებლების და სტუმრებისთვის იქნება ძალიან კარგი საჩუქარი.
  • კინოჩვენებებისთვის ალტერნატიული სივრცე/საშუალება – ქალაქს საკუთრებაში ექნება აღნიშნული ეკრანი და გამშვები აპარატურა, რომელის გამოყენებაც მთელი ზაფხულის (და არამარტო) განმავლობაშია შესაძლებელი – საჭირო იქნება მხოლოდ მცირე ხარჯები (გამშვების ჰონორარი და ა.შ.). ფილმებით მომარაგებაზე ბათუმის კინოფესტივალი იზრუნებს.   მაგ: ბათუმის მერიას შეუძლია ზაფხულში კვირის უმეტეს დღეებში ან შაბათ-კვირას ორგანიზება გაუკეთოს ღია კინოჩვენებებს – ეს დამატებით ატრაქცია იქნება ტურისტებისთვის, და ასეე ძალიან კარგი საჩუქარი ბათუმის მაცხოვრებლებისთვისაც

მსგავსი კინოჩვენებების ხარჯები შესაძლებელია თავის თავზე აიღოს რომელიმე კერძო კომპანიამაც (სარეკლამო პაკეტის სანაცვლოდ – მათი სარეკლამო ვიდეო-რგოლები გავა ფილმის წინ, სარეკლამო ბანერები დაიდგმება და ა.შ.).

  • ალტერნატიული სივრცე არა-კომერციული კინოს პოპულარიზაციისთვის – კინომოყვარულები მოკლებული არიან დიდ ეკრანზე მაღალმხატვრული ღირებულების, არაკომერციული ფილმების ნახვის შესაძლებლობას. აღნიშნული პროექტი გარკვეული დოზით მოაგვარებს ამ პრობლემას – კინოჩვენებებისთვის გაჩნდება ალტერნატიული სივრცე სადაც შესაძლებელი იქნება პერიოდულად კინოჩვენებების გამართვა რაც ხელს შეუწყობს:
    • ქართული კინოს პოპულარიზაცია – კომერციულ კინოთეატრებში ვერ ხდება ქართული ფილმების ჩვენება, შესაბამისად ახალი თაობაც ნაკლებად იცნობს ქართულ კინოს.
    • არტ-ჰაუს / არაკომერციული კინოს პოპულარიზაცია – სხვადასხვა საელჩოებთან და ორგანზიაციებთან თანამშრომლობით (ამ კუთხით ბათუმის კინოფესტივალს საკმაოდ კარგი კონტაქტები აქვს) კინოკლასიკის თუ ახალი არტ-ჰაუს ფილმების ჩვენება. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს – აუდიტორიის განვითარებას, ახალგაზრდებისთვის (და არა მარტო) მაღალმხატვრული ღირებულების ფილმზე დასწრების შესაძლებლობას და ა.შ.
  • კინოჩვენებების ორგანიზება ქალაქის სხვადასხვა უბნებში – ეს მნიშნელოვანი სოციალურ-კულტურული დანიშნულების აქტივობა იქნება მერიის მხრიდან.
  • “კინო ბავშვებისთვის” – შესაძლებელი იქნება პერიოდულად შესაბამისი ფილმების / ანიმაციის ჩვენება. ეს ერთი მხრივ ხელს შეუწყობს კინოთი დაინტერესებას და ასევე გარკვეულწილად სოციალური პროექტი იქნება
  • სოციალური დანიშნულება – ღია კინოჩვენებების დროს მოსახლეობას საშუალება ექნება დიდ ეკრანზე იხილოს ფილმები უფასოდ. ამ ეტაპზე ძალიან ბევრი მოკლებულია ამ შესაძლებლობას
  • გარდა ბათუმის კინოფესტივალისა – ნებისმიერ სხვა ღონისძიების ორგანიზატორებსაც შეეძლებათ გამოიყენონ ეს ეკრანი/პროექტორი

 

მედია გაშუქება პროექტის შესახებ:

http://1tv.ge/ge/news/view/120714.html – სიუჟეტი საზოგადოებრივ არხზე

http://ajaratv.ge/ge/news/society/altranatiuli-sivrtse-kinochvenebistvis-proeqtis-prezentatsia/108154 – სიუჟეტი აჭარის ტელევიზიაზე

https://www.myvideo.ge/tv/adjara&seekTime=22-03-2016%2019:16 – აჭარის ტელვიზიის გადაცემა “არტეოგრამაში” (#BIAFF კინოფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი, აჭარის უმაღლესი საბჭოს კულტურის კომისიის თავჯდომარე გია მასალკინი და აჭარის კულტურის, განათლების და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე)

 

BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ფილმები თბილისში – „WHITE LOUNGE”-ში

BIAFF  ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ფილმები თბილისში – „WHITE  LOUNGE”-ში

 

BIAFF ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტი  White Lounge -თან თანამშრომლობით იწყებს  BIAFF კინოფესტივალის ფილმების კინოჩვენებების ორგანიზებას თბილისში. კინომოყვარულებს, ყოველკვირეულად ტაბიძის 3/5-ში (WHITE LOUNGE) BIAFF კინოკლუბის ფარგლებში ლიცენზირებული ფილმების ნახვის საშუალება ექნებათ.

პირველი კინოჩვენება შაბათს 1 მარტს, 20.00 სთ.-ზე გაიმართება. ნაჩვენები იქნება მარჯანე სატრაპის ფილმი “ქათამი ქლიავით” (Chicken with Plums, Marjane Satrap  & Vincent Paronnaud) იქნება ნაჩვენები.

ინფორმაცია კინოჩვენებების შესახებ განთავსებული იქნება  BIAFF კინოფესტივალის და WHITE LOUNGE-ის ფეისბუქ გვერდბზე (www.facebook.com/biaffbatumi & https://www.facebook.com/whitelounge ). აღნიშნული პროექტის ფარგლებში კინომოყვარულებს მრავალი საინტერესო ფილმის ნახვა ელით, რომლებიც ნაჩვენები იყო ბათუმის კინოფესტივალზე.  კინოჩვენებების ხშირი სტუმრებისთვის გათვალისწინებული იქნება გარკვეული საჩუქრები BIAFF კინოფესტივალის მხრიდან.

კინოჩვენებები ყოველკვირეულად გაიმართება საღამოს 8 სთ.-ზე. ადგილების დაჯავშნისთვის საჭიროა წინასწარ დაკავშირება WHITE LOUNGE-ის ადმინისტრაციასთან.

საკონტაქტო ინფორმაცია:

WHITE LOUNGE – პროექტის კოორდინატორი – გოჩა გაბოძე, ტელ:  598359050


კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org;    www.facebook.com/biaffbatumi