18 აგვისტოს (18.30 სთ.) ბათუმის საზაფხულო თეატრში ჩატარდება საქველმოქმედო კონცერტი/ტელემარათონი (აჭარის ტელევიზიის ეთერში) გიორგი გოგიბერიძის (BIAFF ბათუმის კინოფესტივალის დირექტორი) დასახმარებლად – შეგიძლიათ დაესწროთ კარგ კონცერტს და დაეხმაროთ გიორგის …
კონცერტში მონაწილეობენ – სოფო ხალვაში , ASEA SOOL, აჩიკო გოგიტიძე , სულხან დევაძე , გიორგი ტუღუში, ბენდი ორიონი , Seaside, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი გოგიბერიძე , ბათუმური კვარტეტი და სხვები📌📌
- ბილეთების (ფასი 20 ლარი) -ბილეთის შეძენა შეგიძლიათ შემდეგნაირად:-
- biletebi.ge-ზე – https://biletebi.ge/biaff-batumi-international-art-house-film-festival/1808-saqvelmoqmedo-kontserti-giorgi-gogiberidzis-dasakhmareblad-1808-charity-concert-to-help-giorgi-gogiberidze
- ონლაინ გადმორიცხვით და ბილეთს ადგილზე მიიღებთ კონცერტის დღეს (დანიშნულებაში ჩაწერეთ “კონცერტის ბილეთი”). გადმორიცხვა შემდეგ ანგარიშზე – GE51BG0000000101454811 (მიმღები ი.მ. „ზვიად ელიზიანი“)
გიორგი გოგიბერიძე უკვე 2 წელია გადის სიმსივნის მკურნალობის კურსს. გაიარა იმუნოთერაპიის ორი ეტაპი, ამჟამად გადის მკურნალობის მესამე ეტაპს. გიორგის დიაგნოზია ავთვისებიანი სიმსივნე ღვიძლსა და ფილტვზე. სიტუაცია რთულია, თუმცა, ექიმების დასკვნით, ექვემდებარება მართვას და მკურნალობას – საჭიროა თანამედროვე ტიპის წამლები.
სექტემბრიდან აუცილებელი იქნება მკურნალობის ახალი ეტაპის დაწყება, რაც 85,000 აშშ დოლარი ჯდება და ეს წამლები არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით. საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ეს დიდი თანხაა და ოჯახისთვის დამოუკიდებლად ძალიან რთულია ამ თანხის შეგროვება.
აღნიშნული თანხა 1 თვის განმავლობაში უნდა შეგროვდეს.
დახმარების მსურველებს თანხის გადმორიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
- საქართველოს ბანკი – GE52BG0000000101613000
მიმღები – ქეთევან ორაგველიძე, მეუღლე
- თიბისი ბანკი – GE50TB7179145161600003
მიმღები – ქეთევან ორაგველიძე, მეუღლე
- Paypal – keti.oragvelidze@gmail.com
- GOFUNDME ონლაინ პლატფორმა (გადარიცხვა შესაძლებელია მარტივად VISA / mastercard / Amex -ის გამოყენებით) – https://www.gofundme.com/f/kindness-is-contagioussikete-gadamdebia