Biaff: Waiting For Mother

Kate's Universe

2 თვის წინ რომში ვიყავი. რომი ისაა, სადაც ყველა გზა მიდის. ყოველ შემთხვევაში ერთმა ქართულმა ოჯახმა ასე გადაწყვიტა. აი იქ, პანთეონიდან ლამაზი, ვიწრო ქუჩებისკენ ერთი ქართველი ბიჭი მუშაობს. შემთხვევით ჩვენი საუბარი გაიგონა და უი, ქართველებიო. შემდეგ იმ კაფეში დავსხედით, სადაც ის მუშაობს. მთელი მისი ამბავი მოგვიყვა, მისი ოჯახის. მისი ოჯახის წევრებიც რომში არიან და მუშაობენ. საქართველოს ხსენებაზე ცრემლი ადგება და გულის რომელიღაც კუნჭულში აპირებს სამშობლოში დაბრუნებას.

რუმინელმა რეჟისორმა – თეოდორა მიჰაიმ ამ საკითხის შესახებ ფილმი – “Waiting For August” გადაიღო. ფილმის მიხედვით დედა იტალიაში მიდის სამუშაოდ და რუმინეთში ტოვებს 7 შვილს. ერთადერთი, რაც შეუძლია ასეთი შორი მანძილიდან გააკეთოს – ესაა შვილებთან დარეკვა და საჩუქრების გამოგზავნა.

მის უფროს ქალიშვილს 15 წელი უსრულდება. ყველაზე მეტად მას აწევს და-ძმის მოვლა-პატრონობის ტვირთი. ხშირ შემთხვევაში ის დაღლილია ამ ზედმეტი პასუხისმგებლობით და ცდილობს მეგობრებთან გაერთოს. თუმცა, ხშირად ამას ვერ ახერხებს, რადგან და-ძმას უნდა მოუაროს.

ფილმი არის დოკუმენტური, მან Karlovy Vary International Film Festival-ზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის რანგში პრიზი…

View original post 42 more words

Biaff: გამოსასწორებელი საზოგადოება

Kate's Universe

ამასწინათ ჩემმა მეგობარმა Facebook-ზე დასვა კითხვა, თუ რატომ ვკითხულობთ წიგნებს. კომენტარიც ბევრი დაიწერა და სტატუსიც ბევრმა მოიწონა, მაგრამ სტატუსის არსს რამდენი ჩაწვდა, ეგ არ ვიცი.
ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით, დავდივართ სკოლაში, შემდეგ უნივერსიტეტებში, ვიწყებთ მუშაობას, ვქმნით ოჯახებს, ვაჩენთ შვილებს და შემდეგ ყველაფერი იგივ ჩვენი შვილების შემთხვევაში: ისინი იბადებიან, იზრდებიან, დადიან სკოლაში…. და ა.შ.


ჩემს ამხანაგ გოგოს, რომელიც შშმ პირია, პრობლემა შეექმნა რამდენიმე კვირის წინ თბილისიდან ბათუმში გადაფრენასთანისას. ჯერ იყო და ავიაკომპანიის თანამშრომლები აბსოლუტურად მოუმზადებლები შეხვდნენ ასეთი ადამიანის ტრანსპორტირებას, და ბონუსად “ავადმყოფადაც” მოიხსენიეს. ცხოვრება წინ მიდის, ყველა თუ არა უმეტესობა მაინც ცდილობს ფეხი აუწყოს სიახლეებს. თუმცა მხოლოდ სიახლეებისთვის ფეხის აყოლა არაფერს ნიშნავს, თუ ხალხი მენტალურადაც არ განვითარდა.

25 წლის რუსმა რეჟისორმა – ივან ტვერდოვკიმ 2014 წელს გადაიღო ფილმი “გამოსასწორებელი კლასი/Класс Коррекции”. შეიძლება ითქვას, რომ თავისი ასაკისთვის ივანმა დიდი ნაბიჯი გადადგა.


ფორმალურად ეს შეიძლება ჩაითვალოს სასკოლო ფილმად. 2 მოზარდს უყვარდება ერთმანეთი, რამაც მასწავლებლებში უდიდესი პანიკა, ხოლო თანაკლასელებში კი უდიდესი ზიზღი გამოიწვია. ეს არის…

View original post 275 more words

BIAFF 2014 – გრაფიკი და შესრულებული გეგმა

სუფთა ფურცლიდან

როგორც ხედავთ ქვემოთ მოცემულ სურათზე, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრაფიკი ისე მჭიდროდ იყო შედგენილი, რომ ფილმიდან ფილმზე შესვლამდე სულ რამდენიმე წუთი გვრჩებოდა. ძალაინ რთულია, როცა გშია, გწყურია, ან იდეა მოგივიდა და გინდა ბლოგზე გადაიტანო… არადა, რამდენიმე წამში ის ფილმი დაიწყება, რომელიც ასე ძლიერ გაინტერესებს… და სხვაგან ვერსად გადააწყდები.

To Do

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი შესრულებული გეგმა ასე გამოიყურება:

Done

წითელი რგოლით აღნიშნულია ის ფილმები, რომლებიც ვნახე. გადახაზულია ისინი, რომელთაგანაც გამოვედი (ყვავილები ზეთისხილის მთიდან) და ისინი, რომელიც ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ვიხილე.

დღევანდელ საკონკურსო ფილმს თუ არ ჩავთვლით, მხოლოდ ერთი – ირანული – “ხელნაწერები არ იწვიან” გამომრჩა. მის არ ნახვას ყველაზე მეტად ვნანობ.

შემდეგი ფილმი ერთ საათში იწყება და დღის ბოლომდე კინოდან გამოსვლას არ ვგეგმავ – მცირე სსვენებას თუ არ ჩავთვლით ბულანჟერიაში.

ბოლომდე უნდა შევირგო დღევანდელი დღე. ის ხომ წლევანდელი ფესტივალის “ბოლო” სანონკურსო დღეა.

ხო, მართლა! თქვენც იჩქარეთ!  დღის ბოლო ორი კინოსეანსი ფასიანია – ბილეთი 5 ლარი ღირს და შემოსული თანხა დიტო ცინცაძის…

View original post 4 more words

შედუღებული კარი

Litterator's Blog

ხიდჩატეხილობის პრობლემას ამ ხანებზე შედუღებული კარის  პრობლემაც დაემატა. კარი რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა სკოლაში გადის და მშობლებს შედარებით კომფორტულად შეჰყავთ შვილები, ახლოს მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებმა შეადუღეს. მიზეზი სხვადასხვაა. ზოგი ამბობს რომ პარკინგის პრობლემაა და ეზო ივსება, ზოგი ამბობს რომ არ სურთ “ასეთმა ბავშვებმა” მათ ეზოზე გაიარონ.

ორივე შემთხვევა პრობლემაა. თუ პარკინგის პრობლემის გამო შეადუღეს კარი, რატომ ვერ მოაგვარა სკოლამ/მშობლებმა და მეზობლებმა ერთობლივად ალტერნატიული პარკინგის საკითხი, რატომ არ დააყენეს ეს საკითხი აქამდე, უფრო სერიოზულად და ხმაურიანად, მითუმეტეს როდესაც სპეციალური საჭიროების სკოლაზეა საუბარი. ხოლო თუ ამას ემატება დისკრიმინაციული დამოკიდებულებაც “ასეთმა ბავშვებმა” რომ მათ ეზოზე არ გაიარონ – ეს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაა, ადამიანებში გაბატონებულ სიძულვილთან, სიბრალულთან, ინფორმაციის არ ქონასთან ბრძოლა ძალიან რთულია და დიდ დროს მოითხოვს. ამ პრობლემის მოგვარებას კი როგორც ჩანს, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფლაერების დარიგება, 2-3 დღიანი ტრენინგების ჩატარება და მოვალეობის მოხდის მიზნით გადაღებული სატელევიზიო რგოლები არ შველის. ეს მხოლოდ წლიურ ან თვიურ ანგარიშში “პწიჩკების” დასასმელად თუ გამოადგებათ.

“თქვენი…

View original post 143 more words

უკანასკნელი

Litterator's Blog

როდის უფრო გრძნობ თავს უკანასკნელად? როდესაც ადამიანებით გარშემორტყმული თავს მარტოსულად გრძნობ თუ როდესაც შენს გარშემომყოფებში ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი არსება, პერიოდულად საკუთარ მაცივარს ესაუბრები. მაცივარი ერთადერთი ხმიანი არსებაა მთელს შენს შინაგან თუ გარე სამყაროში. ხანდახან ისიც იღლება, შენი არ იყოს, მაცივარმაც ბევრი წელი გალია შრომაში, ისვენებს პერიოდულად, რამდენიმე წუთით ახმაურდება და მერე დიდი ხნით ისვენებს. ნერვიულობ, იქნებ იმასაც ფიქრობ დილით მაცივარი ახმიანდება თუ შენ. თუმცა ერთ დღესაც რომელიღაცის გაჩუმების ჯერი დგება. სამუდამოდ გაჩუმების.

შენ უკანასკნელი ცოცხალი ვეტერანი ხარ, მრავალჭირგამოვლილი ადამიანი, რომელსაც ერთადერთი მოგრუხუნე მაცივარიღა დარჩენია ნუგეშად.

“უკანასკნელი” – სერგეი პიკალოვის ფილმი კანის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების რჩეული 9 ფილმიდან

View original post

BIAFF 2014 – სემინარი თენგიზ აბულაძის შემოქმედების შესახებ

სუფთა ფურცლიდან

18 სექტემბერს, 12:00 საათზე საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში Divan Suits Hotel – ში თენგიზ აბულაძის 90 წლის იუბილის გათვალისწინებით გაიმართა მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი სემინარი.

სემინარი თენგიზ აბულაძის პიროვნებისა და მისი კინოშემოქმედების შესახებ. #BIAFF #BIAFF2014 (at Divan Suites Batumi)

შეხვედრას უძღვებოდა ბატონი ავთო მახარაძე (ვარლამის როლის შემსრულებელი – კინოფილმ – „მონანიებაში“). შეხვედრას აგრეთვე, ესწრებოდ ყველასათვის საყვარელი რეზო ჭეიშვილი.

რეზო ჭეიშვილი ♡ #BIAFF2014  #BIAFF  (at Divan Suites Batumi)

გამოგიტყდებით და BIAFF-ზე ყოფნის მანძილზე, ჩემთვის ასეთი სიამოვნება არცერთ სხვა ღონისძიებას, სემინარსა თუ ფილმს არ მოუნიჭებია. ვიჯექი და ვოცნებობდი, რომ შეხვედრა არ უსასრულოდ გაგრძელებულიყო.

Marita

(თითქმის) ყველა დამსწრეს არაჩვეულებრივი წიგნი შეგვხვდა, ბატონი თენგიზის შესახებ. სემინარის დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა სამსახსოვრო წარწერები დაგვიტოვეს ზ.ა. წიგნზე.

Book

მარგალიტივით ვუფრთხილდები სურათს, რომელიც ბატონ ავთოსთან ერთად გადავიღე.

მე და ბატონი ავთო მახარაძე. თენგის აბულაძოს შემოქმედებისადმი მიძღვნილი სემინარი #BIAFF #BIAFF2014  (at Divan Suites Batumi)
გული ერთ რამეზე მწყდება… იმაზე, რომ დღეს არ არსებობენ მსგავსი რეჟისორები, გენიალური რეჟისორები. მაგრამ ადამიანი ხომ იმედით ცოცხლობს.

იმავე ადგილას ზუსტად ერთი დღით ადრე, ასევე 90 წლის იუბილარის, სერგო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი სემინარიც გაიმართა, რომლის შესახებაც ჩემი ბლოგის მკითხველებს საშუალება გქონდათ (და გაქვთ) გაცნობოდით წინა პოსტიდან.

View original post

წიგნები ბათუმში – აგრეთვე, “მიდის” BIAFF-ზე

სუფთა ფურცლიდან

წელს პირველად მოვახერხე და ვესტუმრე ესოდენ საოცნებო წიგნების მაღაზიას – საუკეთესოს მთელს ბათუმში და იცით, რა აღმოვაჩინე, შარშან “წიგნები ბათუმში” – საავტორო კინოს ბათუმის კინოფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი ყოფილა და წელსაც, მაღაზია მხარს უჭერს BIAFF-ს.

at წიგნები ბათუმში / Books in Batumi

მასპინძლები –  ჩემი კურსელი და ბლოგერი, ყველასათვის საყვარელი მარიფილე და მისი მეუღლე ირაკლი არიან.

დიასახლისი, გაზაფხულივით მუდამ ჰაეროვანი და შემოდგომასავით ელეგანტური, საქმეებში იყო ჩა ფლული. ყოველდღიური წვრილმანების გარდა მარის და მის მეუღლეს ახლა საკონკურსო წერილების წაკითხვისა და გამარჯვებულის გამოვლენის სასიამოვნოდ დამღლელი პროცესი ელით წინ.

Letters

კონკურსი მაღაზიისაგან: წიგნები ბათუმში / Books In Batumi

წიგნები ბათუმში / Books in Batumi: ყურადღება! 21 სექტემბერს სტივენ კინგის დაბადების დღეა. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად აღვნიშნავთ ამ დღეს საინტერესო ფასდაკლებებითა და სხვა ამბებით, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად კონკურსიც გელოდებათ! ხვალიდან, 20 სექტემბრის ჩათვლით, თქვენ წერილობით უნდა მიულოცოთ სტივენ კინგს დაბადების დღე. წერილები ჩაყარეთ ჩვენს საფოსტო ყუთში, ან დაგვიტოვეთ მაღაზიაში. სხვა ქალაქებიდან შეგიძლიათ ფოსტით გამოგვიგზავნოთ გამარჯვებულს 21 სექტემბერს, დილის 10:00-ზე გამოვავლენთ. ყველაზე ორიგინალური…

View original post 110 more words