BIAFF ზე შეხვედრამდე

მას შემდეგ რაც უნივერსიტეტში გამოცდები თითქმის დავასრულე და მეტ-ნაკლები წარმატებით დავხურე მორიგი სემესტრი. აქტიურად დავიწყე ფიქრი თუ სად და როგორ გავატარო დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. დრო არც ისე ბევრი მაქვს და მსურს მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენო ის. ამიტომ წინასწარ ვცდილობ დავგეგმო არდადაგები.

ივლისი და აგვისტო მინდა ახალ ამპლუაში გამოვცადო თავი და ახალი პროფესიული გამოცდილება შევიძინო. ამ დრომდე არასოდეს მქონია შეხება ტელეჟურნალისტიკასთან, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი ტელეკომპანია ტაბულაში სტაჟირების გავლას. სიუჟეტების დაგეგმა, რესპოდენტებთან ურთიერთობა, გადაღებებზე სიარული, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საქმიანობაა. მიყვარს ექსპერიმენტები, ცვლილებები და საკუთარი ძალების მოსინჯვა იმ სფეროში რასთანაც შეხება არ მქონია. ვიმედოვნებ რომ ამ დროის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო სიუჟეტის მომზადებას შევძლებთ მე და ნათია, გოგონა რომელიც ჩემი მეგზურია ამ ახალ ამპლუაში.

BIAFF

დასვენებას კი სექტემბერში ვაპირებ, პირველ ნახევარს დედაჩემთან სტუმრობას ვგეგმავ თუ ევროპული სავიზო ბიუროკრატია მარტივად მოვაგვარე. 14-21 სექტემბრის ჩათვლით კი ბათუმის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალზე წასვლა მსურს. ამ ფესტივალის მიმართ განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი ვარ და წელს უკვე მეხუთედ ვეგეგმავ დავესწრო კინოს ზეიმს ბათუმში.

BIAFF

რამდენიმე მიზეზის გამო გამოვარჩევ ამ ფესტივალს.

  • მიყვარს საავტორო კინო. BIAFF კი ყოველწლიურად გვაძლევს საშუალებას ქართველ კინომოყვარულებს საავტორო კინოს საუკეთესო ნამუშევრები ვიხილოთ.
  • გვეძლევა საშუალება დავესწროთ ევროპული, აზიური და ქართული კინოს ტოპ რეჟისორების მასტერკლასებს. რომელთა ვინაობაც ყოველწლიურად ერთგვარი სიურპრიზია ხოლმე. გვქონდეს თანამედროვე კინოს ლეგენდებთან უშუალო გარემოში კომუნიკაციის საშუალება. ბათუმის კინოფესტივალი კი თავისი მასშტაბიდან გამომდინარე საოცრად კომფორტულ გარემოს ქმნის ამისთვის.
  • სექტემბრის მეორე ნახევარი, პერიოდი როდესაც ბათუმის საავტორო კინოფესტივალი იმართება, ხავერდოვანი სეზონის მზიანი ამინდებით გამოირჩევა, ამიტომ ის კინომოყვარულებიც რომლებიც დღის პირველ ნახევარს ზღვაზე ატარებენ იშვიათად უჩივიან ამინდებს. საღამოს კი თავს ფილმების ყურებით იქცევენ. რაც მთავარია ფილმებზე დასწრება უფასოდ შეუძლიათ მაყურებლებს. კინოთეატრ აპოლოში შეზღუდული რაოდენობის ადგილებიდან გამომდინარე კი მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციაა ამისთვის საჭირო.

BIAFF

  • ღია კინოთეატრში დიდ ეკრანზე ფილმების ნახვა, ბათუმის კინოფესტივალის დამატებითი ხიბლია, რომელიც წინა წელს ფესტივალის პოლონელი პარტნიორების დახმარებით შეემატა BIAFF ს და ვიმედოვნებ წელსაც გვექნება ფილმების ამგვარ გარემოში ყურების საშუალება.
  • ფესტივალზე მუშაობა ბლოგერებისთვის განსაკუთრებულად კომფორტულია. ფესტივალის მენეჯმენტი აქტიურად უწყობს ხელს ინტერნეტ მედიაში ფესტივალის შესახებ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის განთავსებას. ამისთვის კი ყოველწლიურად ბლოგერებისთვის წამახალისებელი კონკურსი იმართება. კონკურსში მონაწილეობის მსურველ ბლოგერებს მოცემული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ 25 აგვისტომდე დარეგისტრირდეთ. http://bit.ly/1jrcmOC

BIAFF

ფესტივალი ყოველწლიურად ვითარდება და მოხარული ვარ რომ ამ ზრდის პროცესს ვადევნებ თვალს.

გირჩევთ კინომოყვარულებს თქვენი შვებულების პერიოდიც დაამთხვიოთ ბათუმის კინოფესტივალს. წინ ნამდვილად დაუვიწყარი ერთი კვირა გელით.

ჩემი “ბარხატნი” სეზონი )

ჩემი “ბარხატნი” სეზონი ).

    ბათუმი რომ გენიალური ქალაქია,ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

კარგია ზღვაზე,მზეშიც ,წვიმაშიც,ქარშიც ,თოვლშიც და საერთოდ ყველა ამინდში.

მე მაინც მზისა და ზღვის კომბინაციას ვარჩევდი.

უსაქმურობა,მზე ,ზღვა ,ესაა ცხოვრება,მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღე,მერე უკვე საქმე გინდება,წიგნის წაკითხვა,რაიმე სიახლე.

წარმოიდგინეთ,რა მაგარია ,ამ უსაქმურობის რუტინაში,კულტურული დასვენება რომ შემოერევა,ფილმები,წერა,წერა და კიდევ წერა.

მოკლედ,14სექტემბერს ბათუმის მეცხრე საერთაშორისო კინოფესტივალი აიღებს სტარტს,ფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი” ,ოფიციალური ოარტნიორი კი ბათუმის მერია.

საგულისხმოა,რომ ფესტივალის ფარგლებში,ფილმების ჩვენებაზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია,სრულიად უფასოდ,მხოლოდ ბილეთის დაჯავშნაა საჭირო.

მაგრამ,ჭნნნ,ყველაზე მაგარი ფაქტი ჩვენთვის,ბლოგერებისთვის ,ისაა,რომ #BIAFF აცხადებს კონკურსს ბლოგერებისათვის,

via ჩემი “ბარხატნი” სეზონი ).