BIAFF 2020


ბათუმის საავტორო ფილმების მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი  გაიმართება 2020 წლის 13-20  სექტემბერს.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალურიპარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

კინოფესტივალის ჩატარების დრო 2020  წლის 13-20 სექტემბერი

კინოჩვენებები  –    კინოთეატრი «აპოლო»     და «ღია კინოჩვენებები» ერას მოედანზე

2020 წლის კინოფესტივალზე საშულოდ 30-35  ქვეყნიდან წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მოწვეული იქნებიან სტუმრები ევროპიდან, აშშ-დან, პოსტ-საბჭოთა სივრციდან და აზიიდან.

  • მასტერკლასები – კინოფესტივალზე სტუმრის სტატუსით ჩამოსული კინორეჟისორების მიერ ორგანიზებული იქნება საინტერსო მასტერკლასები კინემატოგრაფიის სტუდენტებისთვის და კინოს სფეროთი დაინტრესებული პირებისთვის

 

კინოფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან:

  • საერთაშორისო კონკურსი – მხატვრული ფილმების სექცია
  • საერთაშორისო კონკურსი – დოკუმენტური ფილმების სექცია
  • საერთაშორისო კონკურსი – მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია
  • საერთაშორისო კონკურსი – COVIDEO სექცია
  • დიდოსტატთა კოლექცია
  • CINEDOC პროგრამა
  • ჟიურის ფილმები
  • ქართული პანორამა
  • კინოფესტივალის პრიზები – გათვალისწინებულია პრიზების შემდეგი კატეგორიები:
    • მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი (ფილმებს აფასებს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური) – გრან პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი, საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი
    • დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი (ფილმებს აფასებს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური) – საუკეთესო დოკუმენტური ფილმი,  ჟიურის სპეციალური პრიზი;  საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი
    • კინოფესტივალის ყოველწლიური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (.. LIFETIME ACHIEVEMENT) – ქართველი და უცხოელი კინომოღვაწესთვის

კინოფესტივალის  ფარგლებში  16-20 სექტემბრის პერიოდში გაიმართება ინდუსტრიული  პლატფორმა “ალტერნატიული ტალღა”, სადაც 9 ახალიქართული პროექტი იქნება წარმოდგენილი.  მოწვეული ექსპერტების მიერ “ალტერნატიული ტალღა” 2020-ის მონაწილეები მიიღებენ კონსულტაციებს შემდეგი მიმართულებებით:

  • სცენარის განვითარება.
  • დაფინანსების სტრატეგია.
  • საერთაშორისო ფონდები.
  • კოპროდუქცია.
  • პროექტის განვითარება.
  • საერთაშორისო ფესტივალები.
  • ინდუსტრიული პლატფორმები.

სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება  კინოფესტივალის ვებ-გვერდზე (www.biaff.org) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეც – http://www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანება და სიახლეების მიღება.

Leave a comment