BIAFF  ბათუმის XVI კინოფესტივალის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები

BIAFF  ბათუმის XVI კინოფესტივალის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები

24 სექტემბერს, კინოთეატრ აპოლოში,  საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ კი  კრიტიკოსთა რჩეული მატვრული ფილმი გამოავლინა. ცერემონიის დასრულების შემდეგ კი გაიმართა  ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი ფილმის რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ (ალექსანდრე კობერიძე, საქართველო/გერმანია, 2021)  განმეორებითი ჩვენება.

BIAFF 2021-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ ლანა ღოღობერიძე – ჟიურის თავჯდომარე, ნინო მხეიძე, გოგი გვახარია, ქეთი მაჭავარიანი, ირინა გორდიჩუკი (უკრაინა), გამოავლინა გამარჯვებულები:

  • გრან პრი–  რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“, ალექსანდრე კობერიძე, საქართველო/გერმანია, 2021
  • რეჟისურა  კორნელ მუნდრუცო, ფილმისთვის „ევოლუცია“, გერმანია/უნგრეთი, 2021
  • მსახიობი მამაკაცი – სერგი ფილიმონოვიფილმში „მარტორქა“, ოლეგ სენცოვი, უკრაინა/გერმანია/პოლონეთი, 2021,
  • მსახიობი ქალი – ნუცა კუხიანიძე, ფილმში„ოთარის სიკვდილი“, სოსო ბლიაძე, საქართველო/გერმანია/ლიტვა, 2021
  • სპეციალური პრიზი – „ბანდარ ბენდი“, მანიჯე ჰეკმატი, ირანი, 2021  და „ოთარის სიკვდილი“, სოსო ბლიაძე, საქართველო/გერმანია/ლიტვა, 2021

BIAFF 2021ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის  ჟიურიმ ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო) – ჟიურის თავჯდომარე, ანჟეი სლოვიცკი (გერმანია), ევგენია ოსტანინა (რუსეთი), გასცა შემდეგი პრიზები:

  • დოკუმენტური ფილმი –   1970“, ტომას ვოლსკი, პოლონეთ, 2021
  • პრიზი ორმო“, ანდრეი გრიაზევი, რუსეთი, 2020  და  „ატლანტიდა, იური ანკარანი, იტალია/საფრანგეთი/აშშ/ ყატარი , 2021

BIAFF 2021-ის   ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ – თეო ხატიაშვილი (თავჯდომარე), ნინო ჩიმაკაძე, დათო ტურაშვილი, გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმი:

  • საუკეთესო ფილმი – რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“, ალექსანდრე კობერიძე, საქართველო/გერმანია. 2021  

BIAFF 2021ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის  ჟიურიმ –   მოკლემეტრაჟიანი ფილმების  საკონკურსო სექციის ფილმები შეაფასა.  ჟიური სამი წევრისგან შედგებოდა –  დათო ჯანელიძე (ჟიურის თავჯდომარე), კოტე ჩლაიძე, შოთა გუჯაბიძე

  • მოკლემეტრაჟიანი ფილმი –  „ლეოპოლისის ღამე“, ნიკონ რომანჩენკო, უკრაინა, 2021 მოხსენიება) –  გადაეცა  სამ ფილმს:-
  • სამზადისი, ილია ასიტაშვილი, საქართველო, 2021
  • მარტოსული ლილი, ზუ ჯინგი, ჩინეთი, 2021  
  • როგორც მიკონოში , ალესანდრო პორციო, იტალია, 2021

BIAFF ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღის“ ფარგლებში,  სტამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის „Meeting on the Bridge”-ის მიერ შერჩეული იქნა  ქართული პროექტი – „მე, გრეტა“, მირანდა ნამიჭეიშვილი და ანი კვიჭიძე

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:

  • ჟანრი ლოლაშვილი (საქართველო)
  • კახი ხუციშვილი (საქართველო)

კინოფესტივალის მხარდამჭერებიქ. ბათუმის მერია,საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის თოჯინების თეატრი, ბათუმის ბულვარი,  გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, ArtDoc  Fest

კინოფესტივალის სპონსორები – კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „Divan Batumi”, ტურკომპანია „ვანდერლენდი“,   შპს „Legal Consulting Center“, გასტრო პაბი „KINO”

კინოფესტივალის  მედია პარტნიორებისაქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია,  რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ,  ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), ჟურნალი „ინდიგო“, ჟურნალი „კინო“, AT.GE,  Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 599-482181б 597-998272

Leave a comment