KINO FUTURES – ვორქშოფი დოკუმენტურ კინემატოგრაფიაში: BIAFF საქართველო 2013

KINO FUTURES –  ვორქშოფი  დოკუმენტურ კინემატოგრაფიაში:     BIAFF საქართველო 2013

 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი  ტარდება  2013 წლის 15-22 სექტემბერს.  ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

POSTCODE FILMS და BIAFF კინოფესტივალის მიერ 2012 წ., ბათუმის კინოფესტივალის პერიოდში, „ბრიტანეთის საბჭოს“ მხარდაჭერით განხორციელდა ერთობლივი პროექტი  KINO FUTURES, რომელიც მიზნად ისახავს  ახალგაზრდა კინემატოგრაფების ტალანტების აღმოჩენასა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

აღნიშნული პროექტი წელსაც გაგრძელდება და მიმდინარე წლის 16-22 სექტემბერს, ბათუმის კინოფესტივალის მსვლელობის პერიოდში ჩატარდება. სემინარებს  POSTCODE FILMS-ის ტრენერები: ელხუმ   შაკერიფარდი და ედ ოულსი ჩაატარებენ. პროექტი ასევე მოიცავს მასტერ-კლასებსა ფესტივალის მონაწილე რამდენიმე რეჟისორის მონაწილეობით (თინათინ გურჩიანი – საქართველო, ანჟეი ფიდიკი – პოლონეთი).

ბრიტანელი ტრენერები იმუშავებენ მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებაზე სტუდენტების 4 ჯგუფთან ერთად მთელი კვირის მანძილზე. თითოეული ჯგუფი შედგება 4 ადამიანისგან, რომლებიც ჩართული იქნებიან გადაღებებში,  ასევე ისარგებლებენ ტრენერების რჩევებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა მონტაჟი, პიტჩინგი (PITCHING) და პროდიუსინგი.

ვორქშოფი იქნება ინგლისურ ენაზე !!!  შესაბამისად აუცილებელი ინგლისური ენის ცოდნა

მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური აპლიკაციები. ვინც ინდივიდუალურად დარეგისტრირდება, შემდეგში მისი ჩართვა მოხდება  4 კაციან ჯგუფში რომლებთან ერთადაც იმუშავებენ პროექტის მიმდინარეობისას.

პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენა  –  მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია და აპლიკაციის წარდგენა 2013 წლის 15 აგვისტომდე. შერჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან 28 აგვისტოს. სემინარი ჩატარდება 2013 წლის 16-22 სექტემბერს, BIAFF კინოფესტივალის  პერიოდში. წინამოსამზადებელი სესიები ჩატარდება ონლაინზე, სემინარების დაწყებამდე.

რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება – „KINO FUTURES სააპლიკაციო ფორმა“ + 1 სარეკომენდაციო წერილის გამოგზავნა  ელ.ფოსტის მეშვეობით – submission@biaff.org-ზე 2013 წლის, 15 აგვისტომდე

აპლიკაცია უნდა იყოს  ინგლისურ ენაზე !

კინოფესტივალის სპონსორებისაქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“,

კინოფესტივალის მხარდამჭერები –  პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, სასტუმრო „რჩეული ვილა“, “ჰოსტელი ანრი“, „HQ პროპაგანდა“,  „პერიტუს გრუპი“, კავკასიის უნივერსიტეტი, „სინგულარ ჯგუფი“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, კინოთეატრი „აპოლო“, „ივერია ბიჩ კაფე“ (ბათუმი)

კინოფესტივალის  მედია პარტნიორები – რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  პალიტრა მედია, აჭარის ტელევიზია,  არტარეა (Artarea TV),  პალიტრა ტვ, ჟურნალი „რეიტინგი“, „ბომონდი“, „თბილისი OUT” გაზეთი – „ჯორჯია თუდეი“, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – „ინტერპრესნიუსი“ (www.ipn.ge), newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com)

 

 

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org;    www.facebook.com/biaffbatumi

 

KINO FUTURES WORKSHOPS: BIAFF GEORGIA 2013

KINO FUTURES WORKSHOPS: BIAFF GEORGIA

 

Following successful launch in 2012, Postcode Films and BIAFF are very excited to announce the second Kino Futures workshops at BIAFF.

When and where? 16th to 21st September 2013 – during BIAFF in Batumi

What? Documentary workshops. Over the course of the week, participants will make short films about the local area. Along the way, key skills for the international documentary market will be developed, including developing an idea, pitching, producing, filming and editing. There will also be a masterclass with an established documentarian.

Who?  – application is open to Georgian citizens. They can be film school students, young film makers, Media school students interested in documentary film making

Continue reading