ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის

ბათუმის  საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF  აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის 

 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი  ტარდება  2013 წლის 15-22 სექტემბერს.  ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

კინოფესტივალის ფარგლებში BIAFF  აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის, რომელიც უკვე მეოთხე წელია რაც ტარდება.

კონკურსში მონაწილოების პირობა – კონკურსში მონაწილებისთვის საჭიროა:

–          კონკურსანტს უნდა ჰქონდეს აქტიური ბლოგი და ბლოგერობის გარკვეული გამოცდილება

–          რეგისტრაცია – უნდა დარეგისტრირდეს წინასწარ როგორც კონკურსის მონაწილე.  რეგისტრაცია ხდება ძალიან მარტივად   სარეგისტრაციო ფორმის შევსებით.  ცხადია კონკურსში მონაწილე ბლოგერებს უნდა შეეძლოთ კინოფესტივალის პერიოდში ბათუმში ყოფნა და კინოფესტივალზე დასწრება.

–          ბლოგზე კინოფესტივალის ბანერის განთავსება (საიტზე გადასასვლელი ბმულით)

–          კინოფესტივალამდე 1 ბლოგ პოსტის გაკეთება

–          კინოფესტივალის მსვლელობისას არსებული სიახლეების გაზიარება სოციალური ქსელების მეშვეობით

 

Continue reading