BIAFF 2021 კინოფესტივალის ფილმების სრული სია  და ჟიურის შემადგენლობა   

ბათუმის საავტორო ფილმების მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალს, 18-24 სექტემბერს ბათუმში ჩატარდება და მას კინოთეატრი „აპოლო“ და ევროპის მოედანი უმასპინძლებს. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფესტივალი განსხვავებული ფორმატით, რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

ფესტივალის ფარგლებში ღია ცის ქვეშ მოეწყობა კინოჩვენებები, ჩატარდება ვორქშოფები და სემინარები. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 ქვეყნის 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, ასევე 30 მოკლემეტრაჟიანი ფილმი.  ფესტივალის ფარგლებში, ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღა“ ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება 10 ქართული პროექტი, პროექტის წარმომადგენლებისთვის (რეჟისორი, პროდუსერი) ჩატარდება ტრენინგები/ვორქშოფები – სცენარის განვითრების, რეჟისურის კუთხით. 

 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”.

BIAFF – ფილმების პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF  საერთაშორისო კონკურსი მხატვრული ფილმების სექცია – ფილმებს შეაფასებს  ხუთკაციანი ჟიური –  ლანა ღოღობერიძე – ჟიურის თავჯდომარე, ნინო მხეიძე, გოგი გვახარია, ქეთი მაჭავარიანი, ირინა გორდიჩუკი (უკრაინა). მხატვრული სექციის ფილმებს ასევე შეაფასებს ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური – თეო ხატიაშვილი, ნინო ჩიმაკაძე, დათო ტურაშვილი

  1. ბანდარ ბენდი, მანიჯე ჰეკმატი, ირანი, 2021, 75 წთ. 
  2. უბოლსინი, ადილხან იერჟანოვი, ყაზახეთი/საფრანგეთი, 2020, 71 წთ.
  3. მდუმარე, პასკალ რაბატე , საფრანგეთი, 2020, 85 წთ.
  4. ჰასანის ვალდებულება, სემიჰ კაპლანოღლუ, თურქეთი, 2021, 147 წთ.
  5. შენ ვერ იხილავ ზამთარს, აბდოლრეზა კაჰანი, კანადა, 2021; 72 წთ.
  6. ევოლუცია, კორნელ მუნდრუცო, გერმანია.უნგრეთი, 2021, 97 წთ.
  7. მარტორქა, უკრაინა/გერმანია/პოლონეთი, ოლეგ სენცოვი, 2021, 101 წთ.  
  8. ოთარის სიკვდილი, სოსო ბლიაძე, საქართველო/გერმანია/ლიტვა, 2021, 105 წთ.
  9. რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ? ალექსანდრე კობერიძე, საქართველო/გერმანია. 2021, 150 წთ.

BIAFF  საერთაშორისო კონკურსი დოკუმენტური ფილმების სექცია – დოკუმენტური ფილმებს შეაფასებს შემდეგი ჟიური –  ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო) – ჟიურის თავჯდომარე, ანჟეი სლოვიცკი (გერმანია), ევგენია ოსტანინა (რუსეთი)

  1. 1970, ტომას ვოლსკი, პოლონეთ, 2021. 70 წთ.
  2. ანამნეზი, ქრის რაიტი & სტეფან კოლბე, გერმანია, 2021; 111 წთ.
  3. ატლანტიდა, იური ანკარანი, იტალია/საფრანგეთი/აშშ/ ყატარი , 2021, 100 წთ.
  4. აივნის ფილმი, პაველ ლოზინსკი, პოლონეთი, 2021; 100 წთ.
  5. საჩუქარი, ვალენტინ სიდორენკო, რუსეთი, 2020, 51 წთ.
  6. ორმო, ანდრეი გრიაზევი, რუსეთი, 2020, 71 წთ. 
  7. საულის და რუბის ჰოლოკასტს გადარჩენილთა ბენდი, ტოდ ლენდინგი, აშშ, 2020, 80 წთ.

BIAFF საერთაშორისო კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია – მოკლემეტრაჟიან ფილმებს შეაფასებს ჟიური, შემდეგი შემადგენლობით – დათო ჯანელიძე (ჟიურის თავჯდომარე), კოტე ჩლაიძე, შოთა გუჯაბიძე

  1. 10:45, გიორგი გოგიჩაიშვილი, საქართველო, 2021, 14 წთ.
  2. ნიქოზის შვილები, ნინო ბენაშვილი, საქართველო, 2021, 31 წთ.
  3. ორმო, მარია ჩერნი, საქართველო, 2021, 15 წთ.
  4. თანაგრძნობა,  ზვიად წიქოლია, საქართველო, 2021, 32 წთ.  
  5. სამზადისი, ილია ასიტაშვილი, საქართველო, 2021, 15 წთ.   
  6. ნომერი 26, გვანცა მეფარიშვილი, საქართველო, 2021, 20 წთ.
  7. ბოდიში დაგვიანებისთვის, ლუკა ბერაძე, საქართველო/გერმანია, 2021, 19 წთ.
  8. აპარატი, ჰასან ნაჯმაბადი, ირანი, 2021, 15 წთ.
  9. არზუ ,რუფატ ალიზადე, თურქეთი, 2021, 6 წთ.
  10. ბატიკის ოთახი, მარია ხალპახჩი, უკრაინა, 2021; 25 წთ.
  11. ორფეროვანი, სარაჯუდინ ბაიათი, ავღანეთი, 2021, 10 წთ.
  12. ბრანკა, აკოს კოვაჩიზი, უნგრეთი, 2021, 20 წთ.
  13. შავი მზე, მარი ლარივე, საფრანგეთი, 2021, 20 წთ.
  14. მამის ბოტასები, ოლჰა ჟურბა, უკრაინა, 2021, 18 წთ.
  15. დევეკი, ურია ჰერცი, ისრაელი, 2021, 15 წთ.
  16. არ მოგერიდოს, ჩამოდი დედა,  ანა არტემიევა, ბელგია/უნგრეთი/ პორტუგალია/ რუსეთი,  2020, 12 წთ.
  17. გულის სუნთქვა, აზერ გულიევი, აზერბაიჯანი, 2021, 15 წთ.
  18. სახლში დაბრუნება, რაფი მოვსესიანი, სომხეთი, 2021, 18 წთ. 
  19. მიწაში, კასპერ კელდსენი, დანია, 2021, 14 წთ.  
  20. მოსაწვევი, იანგ თანგი, ჰაო ჯაო, ჩინეთი, 2021, 13 წთ.  
  21. ლეოპოლისის ღამე, ნიკონ რომანჩენკო, უკრაინა, 2021, 26 წთ.
  22. როგორც მიკონოში , ალესანდრო პორციო, იტალია, 2021, 15 წთ.  
  23. მარტოსული ლილი, ზუ ჯინგი, ჩინეთი, 2021, 22 წთ.  
  24. სიყვარული, მიხალ ციხომსკი, პოლონეთ, 2020 27 წთ.
  25. ჩრდილოეთ პოლუსი, მარია აპჩევსკა, მაკედონია/სერბეთი, 2021; 15 წთ.

BIAFF  კინოფესტივალის  არასაკონკურსო სექციებში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ფილმები;

დიდოსტატთა კოლექცია

  1. ანეტი, ლეო კარაქსი, საფრანგეთი/გერმანია/ბელგია/იაპონია/მექსიკა, 2021, 140 წთ.
  2. ბაბი იარი – კონტექსტი, სერგეი ლოზნიცა, ნიდერლანდები/უკრაინა, 2021, 120 წთ.
  3. გმირი, ასგარ ფარადი, ირანი/საფრანგეთი, 2021, 127წთ.
  4. მეხსიერება, აპიჩატოპონგ ვერასეტაკულე, კოლუმბია/ტაილანდი/დიდი ბრიტანეთი/ საფრანგეთი, 2021, 136 წთ.
  5. ჩვენ აქ ვართ, ახლოს, რომან ბალაიანი, უკრაინა, 2020, 90 წთ.

ARTDOC FEST წარმოგიდგენთ

  1. რასტორგუევი, ევგენია ოსტანინა, რუსეთი, 2020, 127 წთ.
  2. საჩუქარი, ვალენტინ სიდორენკო, რუსეთი, 2020, 51 წთ.
  3. ორმო, ანდრეი გრიაზევი, რუსეთი, 2020, 71 წთ. 
  4. არ მოგერიდოს, ჩამოდი დედა,  ანა არტემევა, ბელგია/უნგრეთი/ პორტუგალია/ რუსეთი,  2020, 12 წთ.

ქართული პანორამა

  1. მკვდარი სულების არდადეგები, კეკო ჭელიძე, საქართველო, 2020, 67წთ.
  2. არსად წავალ, ბიძინა გოგიბერიძე, გერმანია/საქართველო, 2021; 53 წთ.
  3. გალერეა სტრატოსფეროში, რომანოზი & თორნიკე მზარეულა, საქართველო, 2021; 18 წთ.
  4. MSHT-15 ბედნიერების ანგელოზი, ვახტანგ კუნცევ გაბაშვილი, საქართველო, 2021, 70
  5. მზიური, ქეთი მაჭავარიანი, საქართველო, 2021, 61 წთ. 
  6. მიამიტი, დინო გეთიაშვილი, საქართველო, 2021; 105 წთ.
  7. მოთვინიერება, სალომე ჯაში, შვეიცარია/გერმანია/საქართველო.2020. 91 წთ.

კინოფესტივალის მხარდამჭერებიქ. ბათუმის მერია,საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის თოჯინების თეატრი, ბათუმის ბულვარი,  გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, ArtDoc  Fest

კინოფესტივალის სპონსორები – კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „Divan Batumi”, ტურკომპანია „WONDERLAND“,   შპს „Legal Consulting Center“, კომპანია „GPC”, გასტრო პაბი „KINO”, ART ITALY GROUP

კინოფესტივალის  მედია პარტნიორებისაქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია,  რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ,  ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), ჟურნალი „ინდიგო“, ჟურნალი „კინო“, AT.GE,  Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi

Leave a comment