BIAFF ბათუმის კინოფესტივალი იწყებს “ფანდრაიზინგის” / მხარდაჭერის კამპანიას – #ერთადჩავატაროთბიაფი

არსებული რეალობიდან გამომდინარე კინოფესტივალის მენეჯმენტი იწყებს #BIAFF ფესტივალის მხარდამჭერ კამპანიას – #ერთადჩავატაროთბიაფი #letsmakeBIAFFtogether

ალბათ ყველა კინომოყვარული და ბათუმელი დაგვეთანხმება, რომ #BIAFF აუცილებლად უნდა ჩატარდეს ბათუმში და ამას ერთად შევძლებთ !

ქვემოთ არის დეტალური ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება დაეხმაროთ ფინანსურად #BIAFF კინოფესტივალს .

წელს, ბათუმის კინოფესტივალი თავისი ისტორიის მანძილზე პირველად იმყოფება მსგავს ფინანსურ გასაჭირში. ფესტივალის მხარდამჭერების სიას გამოაკლდა ყველა სამთავრობო სტრუქტურა – საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და ასევე, ჩვენდა გასაკვირად ფესტივალმა უარი მიიღო აჭარის კულტურის სამინისტროდანაც (რეგიონის ყველაზე წარმატებული  ფესტივალი #BIAFF ვერ მოხვდა დაფინანსებულ 10 ფესტივალის სიაში, ოფიციალური მიზეზი – თანადაფინანსების ნაკლებობაა, რაც არ შეესაბამებოდა რეალურ სურათს).  ასევე უარი მივიღეთ დაფინანსებაზე, ბათუმის მერიიდანაც, რომელიც ტრადიციულად წარმოადგენდა ძირითად მხარდამჭერს აჭარის კულტურის სამინისტორთან ერთად.

აჭარის კულტურის სამინისტროსთან უშუალო კომუნიკაციისას გამოითქვა დაპირება, რომ მოხდებოდა  არსებული ფინანსების გადახედვა და  მცირე ფინანსური მხარდაჭერის მოძიება, თუმცა დღემდე ეს ვერ მოხერხდა.  ბათუმის მერიის მიერ ფესტივალების კონკურსში #BIAFF-მა  3 აგვისტოს შეიტანა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის თანადაფინანსების წერილები  – მერიისგან მოთხოვნილი თანხაზე (88,000 ლარი)  უფრო მეტი თანადაფინანსება იქნა მოპოვებული საელჩოებისგან და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან (საშუალოდ 115,000 ლარი), რაც მნიშნველოვანია პლიუსია. თუმცა ამის მიუხედავად, ბათუმის მერიიდან გვაცნობეს, რომ ფესტივალების საკონკურსო  ბიუჯეტი ამოიწურა (გამოცხადებიდან 10-12 დღეში, რადგან დაფინანსდა სხვა ფესტივალები და ბათუმის კინოფესტივალი ვერ დაფინანსდებოდა.

იმედი გვაქვს, რომ ბათუმის მერია, რომელიც ფესტივალის დაარსების დღიდან უცვლელი პარტნიორია,  წელსაც მხარს დაუჭერს  #BIAFF-ის კინოფესტივალს, რომელიც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ წარმოადგენს ბათუმის სავიზიტო ბარათს და კინომოყვარულებისთვის უმნიშვნელოვანეს  საერთაშორისო ღონისძიებას. ბათუმის კინოფესტივალს უამრავი ცნობილი უხოელი თუ ქართველი კინემატოგრაფისტი სტუმრობდა  და გარდა კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობისა, მნიშნველოვან როლს ასრულებს ბათუმის პოპულარიზაციის საქმეშიც.

ქვემოთ იხილეთ რამდენიმე ვარიანტი თანხის ჩარიცხვისთვის და ასევე ფესტივალის პროდუქციის/აბონემენტის შეძენისთვის:

1. საბანკო გადარიცხვა – თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომრით

  • მიმღები – ა(ა)იპ „ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი“
  • საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი – GE64BG0000000538117440
  • დანიშნულებაში აუცილებლად ჩაწერეთ – „შემოწირულობა“

2. საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა GOFUNDME – https://www.gofundme.com/f/biaff-batumi-film-festival-facing-harsh-issues – მარტივად შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან დონაციის გაკეთება VISA/MASTERCARD -ით

3. ონლაინ პლატფორმა – https://fundraiser.ge/biaff -აქ შეგიძლით უმარტივესი რეგისტრაცია facebook “ექაუნთით” და თანხის გადარიცხვა VISA/Mastercard ბარათით

4. Paypal გადარიცხვისთვის – biaffbatumi@gmail.com

55. Crypto/კრიპტო ანგარიში – კრიპტოს გადმორიცხვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთ-ერთი ვარიანტი:

USDT – TS4peK914jrCeV41tgbq1wDzLx81TYFRSP

MATIC – 0x44fa17ee7a5ffb15fd9e5450437aeaa7e7a8997d

5. ბიაფის კინოფესტივალის პრომო მასალების / აბონემენტის შეძენა (შეძენის ონლაინ ფორმა შეგიძლიათ იხილოთ  აქ  – https://bit.ly/biaffsupport )

  1. ბიაფის  მაისური – 45 ლარი
  2. ბიაფის  ჩანთა – 35 ლარი
  3. ბიაფის აბონემენტი – 60 ლარი  (აბონემენტის მფლობელს ექნება კინოსეანსზე დასწრებისთვის გარანტირებული ადგილი + გახსნის და დახურვის ცერემონიაზე დასწრებას )
  4. ბიაფის დახურვის ცერემონიაზე და ბანკეტზე დასწრების ვაუჩერი – 100 ლარი (1 პერსონაზე)

აბონემენტი და დახურვის ცერემონიის ვაუჩერის შეძენა შესაძლებელია აქაც – https://biletebi.ge/biaff-batumis-saertashoriso-kinofestivali/biaff-batumis-saertashoriso-kinofestivali-biaff-batumi-international-art-house-film-festival

შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე, თუ რამდენიმეს შეძენას აპირებთ – თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ზემოთ მითითებულ საბანკო ანგარიშზე და დანიშნულებაში ჩაწერთ თუ რისი შეძენა გსურთ, და შემდეგ გამოაგზავნით გადარიცხვის საბუთს ელ.ფოსტაზე – info@biaff.org

დამატებითი ინფორმაცია #BIAFF-ის გარშემო შექმინილი სიტუაციის შესახებ:


https://batumelebi.netgazeti.ge/news/433620/
https://batumelebi.netgazeti.ge/news/433479/

Leave a comment