თამუნა მირიანაშვილის პოსტი ფილმების თარგმნის შესახებ

Lost In Translation

დღეს ბიაფის ფარგლებში ცნობილი თურქი რეჟისორის ნური ბილგე ჯეილანის პრესკონფერენციას და მასტერკლასს დავესწარი.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც პრესკონფერენციის დროს შეეხო, იყო ფილმების თარგმანის საკითხი.

თარგმანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ფილმის უდიდესი ნაწილი დიალოგებზე დგას. ჩემი, როგორც მთარგმნელის გადმოსახედიდან, ისეთივე შრომას მოითხოვს როგორც მხატვრული ნაწარმოების თარგმნა, და საკმაოდ დიდი გამოწვევაა მთარგმნელისთვის იმ ენისთვის, ქვეყნისთვის, კულტურისთვის დამახასიათებელი ელემენტების შენარჩუნება და მაყურებლისთვის ისე მიწოდება, როგორც რეჟისორმა და სცენარისტმა ჩაიფიქრეს.

თუმცა ეს ყოველთვის არ გამოდის და არც ისე ხდება რომ ორიგინალის ენა ყველას ესმოდეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე არ ვემხრობი ფილმის თარგმანების სწრაფ ტემპში შესრულებას და გარდა ამისა, ისევ და ისევ საუკეთესო გამოსავალია ორიგინალის ენის დატოვება და სუბტიტრების დართვა შესაბამის ენაზე.

შეკითხვაზე შესაძლებელია თუ არა სცენარის წერის დროს გათვალისწინებულ იქნეს თარგმანის მომენტი, რეჟისორმა უპასუხა: „კარგად მესმის რომ თარგმანის დროს უამრავ სირთულეს ვაწყდებით, თუმცა ამაზე არ ფიქრობ როცა დიალოგებს წერ და შესაბამისად ვერც გაითვალისწინებ; ამაზე რომ ვიფიქრო ძალიან შევიზღუდები; დიალოგები ქვეყნის, კონკრეტულად კულტურიდან, მისთვის დამახასიათებელი კულტურიდან, მისი…

View original post 104 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s